რატომ იწყებენ ტყუპები ლაპარაკს გვიან
რატომ იწყებენ ტყუპები ლაპარაკს გვიან
ტყუპები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე სხვა ბავშვები. პედიატრების პრაქტიკული გამოცდილებიდან ეს ფენომენი ადრეც იყო ცნობილი, თუმცა ავსტრალიელმა მეცნიერებმა ამ უცნაურობის მეცნიერული საუძვლები იპოვეს.

ჩვეულებრივ "მარტო" დაბადებულ ბავშვებთან შედარებით, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპებს მეტად აღნიშნებათ დაგვიანებული მეტყველება. დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 473 წყვილი ტყუპი დაბადებიდან 5 წლის ასაკამდე გამოიკვლიეს. პარალელურად, აკვირდებოდნენ ამდენივე "მარტო" დაბადებულ ბავშვს.

დაგვიანებული მეტყველების შემთხვევები ორივე ჯგუფში გამოვლინდა, თუმცა ტყუპებთან ეს ციფრი ორჯერ მეტი იყო. ანუ თუ ჩვეულებრივ
ბავშვებს შორის მეტყველების შეფერხება - 19%-ს, ტყუპებთან კი - 38%-ს დაუდგინდა.

საკითხის უფრო დეტალური შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი კვერცხუჯრედის ტყუპებს შორის 41%-ს აღენიშნებოდა მეტყველების დაგვიანება, ჩვეულებრივ ტყუპებს შორის კი - 31%-ს. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენის აქამდე არსებული ახსნა არასწორია. დღემდე მიაჩნდათ, რომ ტყუპების დაგვიანებული მეტყველება დედის "ბრალია", რომელიც ორ ბავშვთან ისე ინტენსიურ კონტაქტს ვერ ახერხებს, როგორც ერთი ბავშვის დედა თავის პირმშოსთან. ავსტრალიელი მეცნიერებისთვის ეს ჰიპოთეზა არადამაჯერებელია. ავტორები ვარაუდობენ, რომ დაგვიანებული მეტყველების მიზეზები ჯერ კიდევ ტყუპების მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება. ერთ საშვილოსნოში მოთავსებული ორი ჩანასახისთვის განვითარების პერიოდი უფრო სტრესულია, ვიდრე ერთი ბავშვისთვის. იგივე ფაქტორის ზემოქმედება გრძელდება მშობიარობის დროსაც.

ანუ დედები "დამნაშავენი" არ
ყოფილან. დედამ შეიძლება ტყუპის ხელში გაორმაგებული საქმის კეთება ვერ მოასწროს, მაგრამ სითბოსა და ყურადღების განაწილებას ორ და მეტ ბავშვს შორისაც მოახერხებს.
3112
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```