ყველაზე კითხვადი
სამ წლამდე ასაკის ბავშვს ტორტი არ აჭამოთ - რით არის საფრთხილო სადღესასწაულო ტორტები
სამ წლამდე ასაკის ბავშვს ტორტი არ აჭამოთ - რით არის საფრთხილო სადღესასწაულო ტორტები
ტორტი და ნამცხვარი ბავშვების დაბადების დღეების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე კონდიტერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტორტი კულინარიული შედევრიც იყოს და ბავშვის მაცდუნებელიც. სამაგიეროდ, ჯანსაღი კვების მოყვარულები მათ "ბისკვიტოვან შემოქმედებას" შხამსა და ბავშვის ჯანმრთელობის დამანგრეველს უწოდებენ. სამწუხაროდ, ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.

პედიატრების რჩევით, სამ წლამდე ასაკის ბავშვს ტორტი არ უნდა აჭამოთ. სამი წლის შემდეგაც - შეზღუდული რაოდენობით და არა ყველა სახეობა. აბა, როგორ გადავიხადოთ საბავშვო წვეულება სამ წლამდე ბავშვისთვის, თუ სუფრაზე ტორტი არ გვექნება? ტორტი ხომ უბრალოდ ტკბილეული არაა, არამედ
ტრადიცია, რომელიც ყველა ბავშვის დაბადების დღის კულმინაციად მიიჩნევა.

როგორც ჩანს, უტორტოდ ვერც 2 წლის ბავშვის დაბადების დღე ჩაივლის. მართალია, პატარა ვერც სურვილს ჩაიფიქრებს და ვერც სანთლებს ჩააქრობს დამოუკიდებლად, მაგრამ მთავარია განცდა, რომ მის თავს რაღაც დიდებული ხდება და თვითონ ამ ყველაფრის მთავარი გმირია.

თუ ბავშვს ტორტი არასოდეს გაუსინჯავს, სავარაუდოდ, დიდ სურვილს არც დაბადების დღეზე გამოთქვამს. ყოველ შემთხვევაში, სანთლების ჩაქრობისთანავე ტორტი თვალს მოაფარეთ, ბავშვს კი ხაჭოს ნამცხვარი შესთავაზეთ - გემრიელიცაა და სასარგებლოც. შეგიძლიათ შედარებით უვნებელი ტკბილეულისგან, როგორიცაა მურაბა, თაფლი, კენკრა, მარმელადი და ზეფირი, საიუბილეო ღვეზელი გამოაცხოთ.

თვით ტორტები ნაკლებად არიან დამნაშავენი ბავშვების სხვადასხვა დაავადებაში. უბრალოდ, მისი ჭამისას ზომიერების დაცვაა საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი რაოდენობით შაქარს, კვერცხს, საკონდიტრო საღებავებს, შემასქელებლებს და არომატიზატორებს შეიცას, ბავშვებს შეზღუდული რაოდენობით უნდა მისცეთ, ერთი საშუალო ზომის ნაჭერი სავსებით საკმარისია. ამ დროს სასურველი არ არის, რომ ზედ ტკბილი და მით უმეტეს, გაზანი სასმელი მიაყოლოს.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენ მავნებელიც არ უნდა იყოს, ზოგადად ტკბილეულზე საბოლოო უარის თქმა არ შეიძლება. შაქრის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას, რასაც ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. ის ბავშვს განწყობას უმაღლებს, თავდაჯერებულობას მატებს და თვითშეფასებასაც უძლიერებს. უბრალოდ, ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.
10443
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (2)
17:43 / 07-02-2015
kristi
Weliwadshi ertxel shen aketeb magram sxvis dabadebisdgezec xom migyavs bavshvi. Tan ojaxshi amdeni tu xart sxvasac xom akvs dabadebisdge. Mainc sjobs rom torti avacilot
13:53 / 07-02-2015
babi
ar getanxmebit, torts vaketebt weliwadshi ertxel da ra raodenoba unda miigos gana bavshma im ert dges rom rame daemartos, saxlshi tan imdeni vart erti nacheri dzlivs gvxvdeba xolme, da aset siamovnebaze wqeliwadshi ertxel bavshvs uars ver vetyvi tu ki unda, ra tqma unda zedmeti araferi varga da weliwadshi ertxel araushavs... 1 wlis bavshvi ver shechams da 2 da 3 wlis bvavshma gana ramdeni unda miigos
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
06.09.2016
დედებმა უნდა იცოდნენ დრენაჟის მასაჟის გაკეთება
28.04.2016
სწორი და საკმარისი კვების მთავარი მაჩვენებელი, ბავშვის საერთო მდგომარეობა და ხასიათია
15.05.2015
ყველა მშობელმა არ იცის, რომელი ასაკიდან და რა რაოდენობით უნდა აჭამოს ბავშვს კენკრა
20.03.2015
რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ბავშვთა კვებაშიც მიღებულია, შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს
08.03.2015
მისი წოლის მანერა ბევრ რამეზე მეტყველებს
29.01.2015
რომელ ტკივილის ტერფის რომელი არეს მასაჟი შველის




გამოკითხვა
რომელ ასაკში შექმენით ოჯახი?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31