რომელი ასაკიდან შეიძლება მარწყვი და სხვა კენკროვნები
რომელი ასაკიდან შეიძლება მარწყვი და სხვა კენკროვნები
სეზონზე მარწყვი გამოჩნდება თუ არა, ბავშვი მაშინვე ყიდვას გთხოვთ. დედაც, რა თქმა უნდა, გემრიელობებზე უარს ვერ ეტყვის პატარას, არადა, ყველა მშობელმა არ იცის, რომელი ასაკიდან და რა რაოდენობით უნდა აჭამოს ბავშვს კენკრა.
ნაადრევი ხილი მკვეთრი შეფერილობისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით პიგმენტს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს ნივთიერებები ალერგიის რისკებს ქმნიან არ ამარტო ალერგიისკენ მიდრეკილ ბავშვებში, არამედ სრულიად ჯანმრთელ პატარებშიც.
ზოგიერთი სახეობის კენკრა, მაგალითად, ჟოლო, მოცხარი, ქაცვი, მოცვი 6-7 თვიდან შეგიძლიათ
გაასინჯოთ ბავშვს. მარწყვის მიცემას კი ერთი წლის ასაკამდე არ გირჩევთ. თავიდან ერთი-ორი ცალი ნაყოფიც კმარა, რათა დაუკვირდეთ, ხომ არ გამოიწვია რაიმე ცვლილება კანზე, კუჭ-ნაწლავის მოქმედებაში...

რჩევა:
1. როცა ბავშვს ჟოლოს, მარწყვს ან სხვა კენკრას სთავაზობთ, შაქარი არ დააყაროთ. ჯობია, თავიდანვე უშაქროდ მიეჩვიოს. თუ წვენის ან კომპოტის შეთავაზებას აპირებთ, აუცილებლად დალევის წინ მოამზადეთ.
2. მეძუძურმა დედამ მარწყვის მიღებისგან ჯობია თავი შეიკავოს, უკეთესია ალუბლით და ალუჩით მოიკლათ ხილის წყურვილი.
35368
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
თკაო
0
მარწყვი პირველად წლინახევრისას გავასინჯე, მიუხედავად იმისა, რომ ალერგიული არ არის და დიდად არ მოეწონა. ამიტომ, ისევ მოცვს და ჟოლოს მივირთმევთ ხოლმე იოგურტში, იმასაც კარგად დაჭყლეტილს..
12:52 / 23-05-2019
ANI
0
მეექვსე თვეშია ჩემი პრინცესა,6ცალი მარწყვი შევჭამე და ლოყებზე გამონაყარი გაუჩნდა.(ძუძუს ვაჩმევ მხოლოდ)
17:48 / 19-05-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```