თუ ადრე ნორმად 1,5 წელი ითვლებოდა, დღეს უკვე ენის ამოდგმის ნორმა 2,5 წელზე გადავიდა ბევრ მშობელს აღელვებს საკითხი, რატომ იწყებენ ბავშვები ლაპარაკს გვიან? თურმე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თანამედროვე ბავშვები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე 10-20 წლის წინანდელი ბავშვები. თუ ადრე ნორმად 1,5 წელი ითვლებოდა, დღეს უკვე ენის ამოდგმის ნორმა 2,5 წელზე გადავიდა, ბიჭებთან კი 3 წელზეც.
სპეციალისტების აზრით, არ ღირს ორიენტაციის აღება სტატისტიკურ ნორმაზე. პირველი სიტყვები შეიძლება 9 თვის ასაკშიც თქვას პატარამ და შეიძლება, წლი-ნახევრისამ (ბიჭებმა უფრო გვიანაც). 2 წლის ასაკში უკვე უნდა შეეძლოს რამდენიმე მარტივი სიტყვის წარმოთქმა, თუნდაც დამახინჯებულად (მაგ. დედა, მამა, ბაბა, მომე…), 3 წლისა კი მარტივ ფრაზებს უნდა ამბობდეს.
გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს ძალიან უნდა, თქვენსავით გამართულად ილაპარაკოს, ის ცდილობს მოგბაძოთ, მაგრამ არ შეუძლია ეს. ამიტომ ნუ მოსთხოვთ ძალიან ბევრს. დამახინჯებული სიტყვები ბუნებრივია. ამაზე არ გაამახვილოთ ყურადღება, თქვენ გაუგრძელეთ ნორმალურად ლაპარაკი (და არა ,,ჩიჩია და პიპია”-ს მაგვარი სიტყვები) და ბოლოს და ბოლოს ბავშვიც ნორმალურად ამეტყველდება. წაახალისეთ საუბრები. ხშირად ელაპარაკეთ, უკითხეთ მისი ასაკისთვის შესაფერისი სიტყვები. ასევე, რაც უფრო მეტად იქნება თქვენი პატარა ჩართული თანატოლებთან ,,ჭორაობაში”, მით უფრო მალე დაიწყებს ლაპარაკს. საბავშვო ბაღი ძალიან სასარგებლო დაწესებულებაა ამ მხრივაც.