რამდენი უნდა ჭამოს ბავშვმა: რა არის ნორმა დაბადებიდან 5 წლამდე
რამდენი უნდა ჭამოს ბავშვმა: რა არის ნორმა დაბადებიდან 5 წლამდე
ნებისმიერი დედა განიცდის - საკმარისად მიიღო თუ არა ბავშვმა საკვები, ყველაფერი წესრიგში აქვს თუ არა. საკვებზე უარის თქმა იწვევს შფოთვას. დამშვიდდით! ჩვენ მოგიყვებით, თუ რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღოს ბავშვმა. ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმები საორიენტაციოა. სწორი და საკმარისი კვების მთავარი მაჩვენებელი, ბავშვის საერთო მდგომარეობა და ხასიათია.
დაბადებიდან 10 დღის განმავლობაში, თუ ბავშვი დაიბადა 3 200 გრ, დღე-ღამეში მან უნდა მიიღოს რაოდენობა, რომელიც ტოლი იქნება განვლილი დღეები გამრავლებული 70-ზე. თუ წონა დაბადებისას
იყო არაუმეტეს 3 200 გრ, ინდექსს ვიღებთ - 80. პირველი 5 დღის განმავლობაში ახალშობილი უნდა იღებდეს დაახლოებით 350 მლ-ს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 400 მლ-ს. თუ ახალშობილისთვის იყენებთ ხელოვნურ საკვებს, ორიენტირებული იყავით დოზირებაზე, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. მთავარია არა თითო ჯერზე მიღებული საკვების რაოდენობა, არამედ დღე-ღამეში მიღებული ჯამური რაოდენობა, იმდენად რამდენადაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში ბავშვი განსხვავებული ოდენობის საკვებს იღებს.
თუ სამი კვირის ბავშვი იწონის 4 კგ-ს, დღე-ღამეში ის იღებს 800 მლ. ეს ფორმულა აქტუალურია 2 თვემდე.
სიცოცხლის პირველ დღეებში ხდება ახალშობილის ადაპტაცია გარემოსთან, მიმდინარეობს ლაქტაციის ან ხელოვნური საკვების შერჩევა- ამიტომ ნუ დაიტანჯავთ თავს იმაზე ფიქრით -ყოფნის თუ არა ბავშვს საკვები. თუ ბავშვს კარგად სძინავს,
ჭამის შემდეგ მალე იძინებს, არ ჭირვეულობს - ე. ი. საკვები საკმარისია. ეს წესი მოქმედებს ცოტა მოზრდილ ბავშვებზეც.
2-დან 4 თვემდე ბავშვი საშუალოდ უნდა იღებდეს დედის რძის ან ხელოვნური საკვების მოცულობის დახლოებით 1/6-ს (საკუთარი წონიდან გამომდინარე).
5-6 თვიდან იწყება დამატებითი კვება. 6 თვიდან საშუალოდ 5-ჯერად კვებაზე გადავდივართ.
6-8 თვიდან ბავშვმა უნდა მიიღოს 1000-1100 მლ. საკვები დღეში. აქედან საშუალოდ მხოლოდ ნახევარი შეადგენს დედის რძეს ან ხელოვნურ საკვებს. დანარჩენი დღე-ღამურ რაციონში შედის ბოსტნეული, ხორცი, ხილფაფა, ხაჭო, ფაფა, კვერცხის გული და წვენი.
8 თვის შემდეგ ყოველდღიური რაციონი შეადგენს არა რძეს, არამედ " მოზრდილთა" საკვებს. 8 თვიდან 1 წლამდე პატარები საშუალოდ უნდა იღებდნენ 1200-1300 მლ საკვებს.
2 წლის ბავშვის მენიუ უნდა იყოს არა მარტო მრავალფეროვანი, არამედ უნდა მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთთან "შეთავსება". მაგ: თევზთან და ხორცთან გარნირად კარტოფილის მაგივრად უნდა მისცეთ ბრინჯი. თავიდან რომ ავაცილოთ ბავშვის კუჭში დუღილის პროცესი, არ მისცეთ ხილი კვების შემდეგ.
2 წლის შემდეგ გადავდივართ 3-ჯერად სრულფასოვან კვებაზე (კვებებს შორის 2-ჯერადი წახემსებით, რაშიც შედის ხილიც).
4-5 წლის ბავშვი საშუალოდ უნდა იღებდეს 2000 მლ. საკვებს. საკვების კალორიულობა (მოცულობაში) უკეთესია ასე გადაანაწილოთ: 30% - საუზმე, 35% - სადილი, 20% - ვახშამი.
106197
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?