დედებმა უნდა იცოდნენ დრენაჟის მასაჟის გაკეთება ბავშვებს ხშირად აწუხებთ ხველება. მას შეიძლება თან სდევდეს ნახველი ან სხვა გართულება. ამიტომ დედებმა უნდა იცოდნენ დრენაჟის მასაჟის გაკეთება რათა ბავშვის სასუნთქი გზები დროულად გაათავისუფლონ.
დრენაჟის მასაჟს მხოლოდ საბავშვოს ვერ ვუწოდებთ. იგი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს გაუკეთოთ.
დრენაჟის მასაჟის დანიშნულება
მთავარია, სასუნთქი გზების გათავისუფლება. ამიტომ მისი ჩატარება აუცილებელია ბრონქიტისა და პნევმონიის, აგრეთვე გართულებული და ხანგრძლივი ხველებისას. ის დაგეხმარებათ, გაათავისუფლოთ ავადმყოფის სასუნთქი ტრაქტი და გააუმჯობესოთ სუნთქვა. გაეცანით წესებს და შემდეგ იხილეთ ვიდეო (დააწკაპუნეთ მთავარ ფოტოზე)
ძირითადი წესები
პროცედურა უნდა დაიწყოთ ავადმყოფობიდან მე-4-მე-6 დღეს. სწორედ ამ პერიოდში გადადის ხველება "სველ" სტადიაში. თუმცა, უმჯობესია, რეალურ სიმპტომებს დააკვირდეთ, თუ ბავშვს უკვე ახველებს, დაიწყეთ მკურნალობის მეთოდი.
რაც უფრო პატარაა ბავშვის მით ხშირად უნდა შეეხმიანოთ პედიატრს. იდეალური ვარიანტია, ექიმმა თავად გაჩვენოთ, აგიხსნათ როგორ გააკეთოთ სწორად.
პროცედურის დროს ოთახში ტემპერატურა 20-25 გრადუსი უნდა იყოს.
ჰაერი საკმაოდ ტენიანი უნდა იყოს: სასურველია, ოთახში სადაც ბავშვი გყავთ, ხშირად დაატენიანოთ ჰაერი.
მასაჟის დაწყებამდე ოთახი გაანიავეთ.
პატარას მასაჟი გაუკეთეთ გაღვიძებისთანავე ან დაძინებამდე და ჭამამდე ერთი საათით ადრე.
ნუ ჩართავთ ხერხემლისა და თირკმლების ზონას.
გამოიყენეთ საბავშვო ზეთი, რათა პატარას კანი არ დაუზიანოთ.
პატარა მუცლით ბალიშზე დააწვინეთ. ისე, რომ თავი ტანს დაბლა ჰქონდეს. ეს დაეხმარება ლორწოს გამოსვლაში. ზოგიერთი პედიატრი მშობლებს ურჩევს ბავშვი ან მუხლებზე გადაიწვინონ, ან ფიტნესბურთზე, თუ სახლში აღმოგაჩნდათ.
მასაჟი კეთდება ხერხემლის გვერდებში, ნეკნებიდან დაწყებული ლავიწამდე დამთავრებული.
პროცედურის ხანგრძლივობის დროა 5-10 წუთი.
პატარას კანი დაუზილეთ მსუბუქ გაწითლებამდე.
მას დახველების სურვილი უნდა ჰქონდეს. აუცილებლობის შემთხვევაში, პატარას პირის ღრუ მსუბუქად და აკურატულად გამოუწმინდეთ თითზე დახვეული ბინტით.
პროცედურის დასრულებისთანადაუზილეთ არამარტო კანი, არამედ კანქვეშა ფენაც.
მსუბუქად მოჩქმიტეთ.
დაუკაკუნეთ მომუჭული ხელით ერთი მიმართულებით. გააკეთეთ რბილათ, მსუბუქი ვიბრაციით.
სხვათა შორის, პატარას ნახველი შეიძლება ცოტა ხნის შემდეგაც გამოუვიდეს. ეს ძალიან კარგია.
ყურადღება! მეძუძურ ბავშვებს დრენაჟი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაუკეთოთ. რაც უფრო პატარა ბავშვი, მით მეტი სიფრთხილე გმართებთ და მომუჭუნული ხელი თითები ბალიშების მსუბუქი დარტყმით შეცვალეთ, იგივე მიმართულებით.