განსაკუთრებით ეს საკითხი ბავშვიან ოჯახებს აღელვებთ მალე ცივი სეზონი დადგება და დაიწყება გრიპის ვირუსები, გაციება, გააქტიურდება სხვადასხვა ვირუსული ინფექცია. განსაკუთრებით ეს საკითხი ბავშვიან ოჯახებს აღელვებთ. საბავშვო ბაღი და სკოლა ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი წყაროა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სამუშაო კოლექტივები. ამ დროს აუცილებელია, ადამიანს მყარი იმუნიტეტი ჰქონდეს, რომ სათანადოდ შეებრძოლოს ვირუსებს და თუ შეხვდება, გართულებების გარეშე ჩაიაროს.
როდის არის აუცილებელი იმუნიტეტზე ზრუნვა?
თუ უფროსი ან ბავშვი ხშირად ავადობს და ურთულდება დაავადებები. გასულ სეზონზე თუ ხშირი იყო ინფექციების და ვირუსების, ასევე მათი გართულების შემთხვევები, ე.ი. თქვენი იმუნიტეტი არ არის მყარი და აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის გაძლიერებაზე. თუ გასულ სეზონზე ან უახლოეს პერიოდში დაგჭირდათ ანტიბიოტიკოთერაპია, ასევე აუცილებლად უნდა გაიმყაროთ იმუნიტეტი, რადგან ანტიბიოტიკები მას სერიოზულ დარტყმას აყენებენ. თუ ახლო პერიოდში რაიმე ოპერაცია გადაიტანეთ, ესეც საკმაოდ ასუსტებს ორგანიზმს და იმუნიტეტის გამყარება გჭირდებათ. ასევე იმუნიტეტს აზიანებს, იქნება ეს უფროსის თუ ბავშვის, ხშირი სტრესები, გაღიზიანებადობა, კონფლიქტები, გამუდმებული პრობლემები. თუ ხშირი ურთიერთობა გაქვთ თქვენ ან ბავშვს კომპიუტერთან, გაჯეტებთან, ესეც იმუნიტეტის სერიოზული "მტერია".
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ძლიერი იმუნიტეტი გვქონდეს?
აუცილებელია ზაფხულის პერიოდში ჰაერის გამოცვლა, განსაკუთრებით ბავშვისთვის და ჯანსაღ გარემოში ყოფნა. ჰაერზე დიდხანს ყოფნა - მოზრდილისთვისაც და პატარისთვისაც. ზომიერი ფიზიკური დატვირთვები - სეირნობა, სირბილი. ჯანსაღი კვება - ერთ-ერთი მთავარი რეცეპტია იმუნიტეტის გასამყარებლად. იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალების მიღება - ექიმის რეკომენდაციით და სწორი შერჩევით. მსგავსი პრეპარატი ბევრნაირია, თუმცა სწორად უნდა შეარჩიოთ - ხარისხის, შემადგენლობის, შედეგიანობის მიხედვით.
ბოლო პერიოდში ბაზარზე პოპულარულია ინგლისური ბრენდის "ვიტაბიოტიკსის" იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალება "იმუნეისი". რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ბუნებრივ კაროტინოიდებს, ვიტამინ A-ს, ციტრუსების ბიოფლავანოიდებს, D ვიტამინს, C ვიტამინს, E ვიტამინს, თუთიას, სელენს, რკინას, ფოლიუმის მჟავას - ერთი სიტყვით, საუკეთესო ნაკრებია. მხოლოდ, გაითვალისწინეთ, ინიშნება 12 წლიდან და ძირითადად თინეიჯერული ასაკის მოზარდებისთვის გამოიყენება, რომლებიც ასევე განიცდიან იმუნიტეტის სისუსტეს, არა მხოლოდ ვირუსების, არამედ სტრესების გამოც. და პოპულარულია ასევე უფროსებში.
რაც შეეხება პატარებს, მათთვის ასევე შემუშავებულია სხვადასხვა პრეპარატი და პედიატრთან კონსულტაციით შეარჩიეთ სწორად.