ევროპელი ექიმები მიიჩნევენ, რომ ამ დროს აუცილებელია, ბიჭებმა და გოგონებმა მიზნობრივად მიიღონ ის ვიტამინები და მინერალები, რაც სწორედ მათ სჭირდებათ. გოგონების და ბიჭების ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებებზე აქვს ამ დროს მოთხოვნილება და ვიტამინების განსხვავებული კომპლექსიც ესაჭიროებათ. ამ მოსაზრებას თანდათან მეტი ექიმი ეთანხმება და ევროპული ფარმაცევტული კომპანიებიც ცდილობენ, მაქსიმალურად უპასუხონ ახალ სამედიცინო მოთხოვნებს.
შესაბამისად, ევროპაში საკმაოდ პოპულარულია ვიტამინები - ცალკე გოგონებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის. წარმოიდგინეთ, უკვე ჩვენთანაც შესაძლებელია მსგავსი "ფუფუნება" - რაც სინამდვილეში სულაც არ არის ფუფუნება, არამედ აუცილებლობა, რომელსაც გარდატეხის ასაკში გოგონებისა და ბიჭების ორგანიზმი საჭიროებს.

ამჯერად გოგონების ვიტამინებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც გარდატეხის ასაკში ყველაზე მეტად სჭირდებათ რკინა და ვიტამინი B12, განსაკუთრებით - ციკლის დაწყების შემდეგ. სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით არის შექმნილი ბრიტანული პრეპარატი, "ვიტაბიოტიქსის" ნაწარმი "ველთინი პლუს" გოგონებისთვის, რომელიც "სახალხო აფთიაქის" ქსელში იყიდება.
ეს ვიტამინების
