გოგონების და ბიჭების ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებებზე აქვს ამ დროს ბოლო პერიოდში, როცა ადამიანის ჯანმრთელობა, იმუნიტეტი სხვადასხვა გარე ფაქტორის გამო სერიოზულ დარტყმას იღებს ყოველდღიურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის გაძლიერებას ვიტამინებითა და მინერალებით. ორმაგად აუცილებელია ეს მოზარდ ასაკში, როცა ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და აუცილებელია, ზრდა-განვითარება სწორად მიმდინარეობდეს. მცირე ასაკის შემდეგ ყველაზე საყურადღებო ე.წ. თინეიჯერული პერიოდია - გარდამტეხი ასაკი, როცა მოზარდი ორგანიზმი ზრდასრულ ფაზაში გადასასვლელად ემზადება და ძალიან სერიოზულ პროცესებს გადის.
ევროპელი ექიმები მიიჩნევენ, რომ ამ დროს აუცილებელია, ბიჭებმა და გოგონებმა მიზნობრივად მიიღონ ის ვიტამინები და მინერალები, რაც სწორედ მათ სჭირდებათ. გოგონების და ბიჭების ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებებზე აქვს ამ დროს მოთხოვნილება და ვიტამინების განსხვავებული კომპლექსიც ესაჭიროებათ. ამ მოსაზრებას თანდათან მეტი ექიმი ეთანხმება და ევროპული ფარმაცევტული კომპანიებიც ცდილობენ, მაქსიმალურად უპასუხონ ახალ სამედიცინო მოთხოვნებს.
შესაბამისად, ევროპაში საკმაოდ პოპულარულია ვიტამინები - ცალკე გოგონებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის. წარმოიდგინეთ, უკვე ჩვენთანაც შესაძლებელია მსგავსი "ფუფუნება" - რაც სინამდვილეში სულაც არ არის ფუფუნება, არამედ აუცილებლობა, რომელსაც გარდატეხის ასაკში გოგონებისა და ბიჭების ორგანიზმი საჭიროებს.
ამჯერად გოგონების ვიტამინებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც გარდატეხის ასაკში ყველაზე მეტად სჭირდებათ რკინა და ვიტამინი B12, განსაკუთრებით - ციკლის დაწყების შემდეგ. სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით არის შექმნილი ბრიტანული პრეპარატი, "ვიტაბიოტიქსის" ნაწარმი "ველთინი პლუს" გოგონებისთვის, რომელიც "სახალხო აფთიაქის" ქსელში იყიდება.
ეს ვიტამინების კომპლექსი 13-19 წლის გოგონების საჭიროებებზეა მორგებული და მოზარდი ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებებს პასუხობს. შეიცავს უფრო მეტ რკინასა და ვიტამინ b12-ს, რომელიც სისხლწარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ასევე შტოშის ექსტრაქტს, რომელიც ანტიოქსიდანტია და ქალურ ჰორმონალურ ბალანსს აწესრიგებს. ასევე ყურძნის თესლის ექსტრაქტს, რომელიც აკნეს პრობლემის ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა და სილიციუმს ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის.