როგორი უნდა იყოს სკოლის ასაკის ბავშვის კვება? ამ საკითხზე პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა გევსაუბრება.
- სკოლის ასაკის ბავშვების კვება რიგ თავისებურებებს უკავშირდება, რადგანაც სკოლა ბავშვისთვის დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ენერგოდანახარჯებთან, რის გამო ჯანსაღთან ერთად საკვები უნდა იყოს ნოყიერი. კონკრეტულ ჩარჩოებში კვების რაციონის მოქცევა ძალიან ძნელია, თუმცა სასკოლო ასაკის ბავშვის რაციონის ორგანიზაციის დროს არის გარკვეული კრიტერიუმები:
რაციონის ადექვატური ენერგეტიკული ღირებულება; დაბალანსებული კვება; რაციონის მაქსიმალური მრავალფეროვნება; კვების ოპტიმალური რეჟიმი; საკვები პროდუქტების მომზადების ადექვატური ტექნოლოგიები; ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება; უსაფრთხო კვება (საკვები პროდუქტების ვარგისიანობა, შენახვა, ტრანსპორტირება..) 10-17 წლის მოზარდების კვების რაციონი რამდენადმე განსხვავდება, რადგან ასაკობრივად მათ ორგანიზმში იწყება სქესობრივი მომწიფება და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ხდება აქტიური ზრდა, რომელიც შეეფარდება სიცოცხლის პირველი წლის ზრდის ტემპს და ამ პერიოდში ბავშვის სხეულში მიმდინარე რადიკალურ ჰორმონალურ ძვრებს. ამიტომაც ბავშვის საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით (იოდი, რკინა, კობალტი, ფტორი, სელენი, თუთია)
სკოლის ასაკის ბავშვისთვის საკვები ნივთიერებებისა და საჭირო ენერგიის საშუალო სტატისტიკური ნორმები
მინერალები
სკოლის ასაკის ბავშის რაციონის შედგენის დროს აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი მედიკო-ბიოლოგიური მოთხოვნები:
სკოლის ასაკის რაციონი ძირითადად უნდა შედგებოდეს საუზმისა და სადილისგან და შესაბამისად უნდა შედაგენდეს საკვებზე დღიური მოთხოვნილების 25% და 35%, ხოლო ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების შემცველობით ეს ორი კვება უნდა შედაგენდეს დღიური ნორმის 55-60%; რეჟიმი - საუზმე სკოლაში წასვლის წინ, მეორე საუზმე 11-12 სთ სკოლაში, სადილი სახლში და ვახშამი არა უგვიანეს დაძინებამდე 2 საათით ადრე; სასკოლო ასაკის კვება უნდა იყოს დამზოგველი, როგორც მომზადების კუთხით (ნაკლებად შეწვარ-მოხრაკულები), ასევე ქიმიური შემადგენლობითაც (სინთეთიკური საკვები დანამატების, მარილის, წიწაკის შეზღუდვა).
საუზმე არ უნდა იყოს მძიმე, ცხიმებით გაჯერებული. დილით ბავშვმა შეიძლება მიირთვას თევზი, მოხარშული კვერცხი ან ომლეტი, ხაჭო, ფაფა და რაიმე ბოსტნეული. მენიუს შევსება შეიძლება ჩაით, კაკაოთი ან რძით.
სალომე გორგოშიძე