თმის ცვენა ბავშვებში - როდის ხდება ეს საშიში
თმის ცვენა ბავშვებში - როდის ხდება ეს საშიში
5-6 წლის ბავშვს შეიძლება, თმის ცვენა დაეწყოს. დააკვირდით, სავარცხელზე, აბაზანაში ან ბალიშზე მეტისმეტად ბევრი თმა ხომ არ რჩება? როდის ხდება თმის ცვენა შემაშფოთებელი და როდის უნდა ჩაერიოთ?
თმის განვითარების პროცესი 3 ფაზას გაივლის. ზრდის ფაზას 2-დან 6 წლამდე პერიოდი სჭირდება (საშუალოდ 3 წელი). შე,დეგ მოკლე, სამკვირიანი გარდამავალი სტადია დგება, როცა თმის ფოლიკული დეგენირდება.
დასკვნით ფაზაში, რომელიც 3 თვეს გრძელდება, ფოლიკული კვდება, ძველი თმა ცვივა და ახლის ამოსვლა იწყება.
ბავშვს (ისევე
როგორც ზრდასრულს) თმის 80-90% ზრდის სტადიაში აქვს, 5% - გარდამავალში, 10-15% - ბოლო ფაზაში. შესაბამისად, ყოველდღიურად 50-150 ღერი თმა გვცვივა, რაც სავსებით ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია.
თმის უფრო აქტიური ცვენა, რაც ნორმიდან გადახვევას წარმოადგენს, საკმაოდ ბევრ ბავშვს აღენიშნება. ამის მიზეზი შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ორგანული დაავადებები ან ვიტამინების ნაკლებობა გახდეს.
თუ შენიშნეთ, რომ ბავშვს ზომაზე მეტი თმა ცვივა, რაც შეიძლება მალე მიმართეთ დერმატოლოგს. ნუ დაკარგავთ დროს თმის მოკლედ შეჭრასა და გადაპარსვაში. თმის ცვენის პრობლემებს მისი დამოკლებით ვერაფერს უშველით.

ამ თემაზე იხილეთ: 1. ძველებური რეცეპტები ბავშვის თმის სწრაფად ზრდისა და გაჯანსაღებისთვის
2. შეიძლება თუ არა, ბავშვს თმა ფენით გაუშროთ - პრაქტიკული რჩევები თმის მოსავლელად
3. 4 თვისება, რომელიც ხარისხიან საბავშვო შამპუნს უნდა ჰქონდეს
17567
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?