მოზარდების "სასტიკი" დიეტები: "პირველი შემთხვევა არ არის, როცა გოგონები მძიმე პრობლემებით მოჰყავთ"
მოზარდების "სასტიკი" დიეტები: "პირველი შემთხვევა არ არის, როცა გოგონები მძიმე პრობლემებით მოჰყავთ"
16 წლის ნატას პირდაპირ გაკვეთილზე მჯდომს წაუვიდა გული და სკამიდან გადმოვარდნილი იატაკზე გაგორდა;
მასწავლებელსაც და თანაკლასელებსაც გულები დაუხეთქა...
როცა 10 წუთის შემდეგაც ვერ მოვიდა გონს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოუძახეს და მხოლოდ ექიმს გაუმხილა ანამ - ნატას უახლოესმა მეგობარმა მომხდარის მიზეზი:

- 3 დღეა, არც არაფერი უჭამია და წყლის დალევაც კი შეზღუდა იმის გამო, რომ სამოდელო სააგენტოში ჩვენებიდან მოხსნეს, მისი საყვარელი კაბები კი სხვას გადაულოცეს: ზედმეტ სამ კილოგრამს ვიდრე არ დააგდებ,
იმედი არ გქონდეს, რომ პოდიუმზე დაგაბრუნებთო. ნატას კი ძალიან უნდა ცნობილი მოდელი გახდეს და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. მისთვის დიდი სტრესი იყო დასაწყისშივე ასეთი უარყოფა. დაიფიცა: სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაინც დავიბრუნებ სასურველ წონასო. ვეუბნებოდი, - ასე არ შეიძლებოდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა და აი, შედეგიც...

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე გადასხმა დასჭირდა, რომ ფეხზე დადგომა და წონასწორობის შენარჩუნება შესძლებოდა. ექიმმა სასტიკად აუკრძალა ნებისმიერი სახის დიეტა და მშობლებს მისი ფსიქოთერაპევტთან მიყვანა ურჩია:

- პირველი შემთხვევა არ არის, როცა არასრულწლოვანი და ცოტა უფროსი გოგონები ჩვენთან მსგავსი და კიდევ უფრო მძიმე პრობლემებით მოჰყავთ. "გამხდარმა მოდამ" მოზარდებს ფსიქიკა ლამის დაუნგრია. მართალია, სიმსუქნეც არ არის მოსაწონი, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობის
გარეშე დიეტის დაცვა ისეთივე დანაშაულია, როგორც იატაკქვეშა აბორტები ან ექიმბაშების მიერ ჩატარებული ოპერაციები, რომელთაც ელემენტარული წარმოდგენა არა აქვთ სამედიცინო გართულებებზე. მე თუ მკითხავთ, დასაჭერია ყველა სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ვინც არასრულწლოვან მოდელებს ამუშავებს და თან - ატერორებს, სიგამხდრეს აძალებს... რეალურად, ნატას თავის სიმაღლესთან შედარებით იდეალური წონა აქვს და ერთი-ორი კილოგრამის მომატება მოუხდებოდა კიდეც. სამოდელო სააგენტოებს ნორმალური აღნაგობის ქალები კი არა, ძვალზე გადაკრული ტყავები სჭირდებათ. ამიტომ მეზიზღება ე.წ. "მაღალი მოდა" და არასოდეს ვუყურებ თუნდაც, მსოფლიოში განთქმული სააგენტოებისა და სამოდელო სახლების ჩვენებებს. მათი მოდელები ქალები კი არა, საავადმყოფოს პროზექტურიდან გაყვანილი, ზომბირებული მიცვალებულები მგონია...

- არც ასეა ალბათ საქმე! - ვცადე აზრი შემეცვლევინებინა მოდის "მოძულე" ექიმისთვის, მაგრამ არც მომისმინა:

გაგრძელება
3605
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```