არასრულწლოვანი დედებისა და ნაადრევი აბორტების საგანგაშო სტატისტიკა
არასრულწლოვანი დედებისა და ნაადრევი აბორტების საგანგაშო სტატისტიკა
ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო წლებში საქართველომაც "აუწყო ფეხი" მსოფლიოს და მოხშირდა არასრულწლოვანთა შორის თავისუფალი სქესობრივი ურთიერთობები, შესაბამისად კი, მათი თანმდევი შედეგები – ნაადრევი ორსულობები და აბორტები. ამ ფაქტზე არაერთი ექიმი-გინეკოლოგი, სექსოლოგი თუ ფსიქოლოგი ამახვილებს ყურადღებას, მშობლებს აქტიურად ურჩევენ, მეტად დაუახლოვდნენ შვილებს და ესაუბრონ ისეთ საჩოთირო საკითხებზეც კი, როგორიცაა სექსი და ნაადრევი სქესობრივი ცხოვრება. ისევ მათთვის სასარგებლოდ. ზოგიერთი გამოცდილი სპეციალისტი მათ სხვა ვარიანტსაც სთავაზობს – რაც შეიძლება მეტად დააკავონ ბავშვები სხვადასხვა
საქმით, ხელი შეუწყონ გატაცებების, ნიჭის განვითარებასა და განხორციელებაში. მათ ნაკლები დრო და სურვილი უნდა რჩებოდეთ მათთვის საზიანო და მათიი მომავლის დამღუპველი "გართობისთვის".
ფაქტია, რომ სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა. საქართველოში აბორტები, ლეგალურად თუ არალეგალურად, ძალიან დიდი სიხშირით კეთდება. საშუალოდ ერთ კლინიკაში ყოველდღე 7-დან 12-მდე დაუგეგმავი ორსულობის ადრეულ ეტაპზე შეწყვეტა ხდება. გინეკოლოგების პაციენტებს შორის კი დღითი დღე მატულობს აბორტის გაკეთებისა და შვილის გაჩნის მსურველი არასრულწლოვანი პაციენტების რიცხვი. ორივე შემთხვევაში მსხვერპლი მოზარდია. გარდა იმისა, რომ თვით პროცედურა შეიცავს მრავალ რისკს, ანთებების, ინფექციების საშიშროებას, ნაადრევი აბორტი მომავალში უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს. მეორე შემთხვევაში კი, როდესაც თავადაც პატარა გოგონა დედა ხდება, ეს მისთვის გაათმაგებული პასუხისმგებლობა, სერიოზული ტრავმა, ადრეულად შეწყვეტილი
ბავშვობა და ეჭვქვეშ დაყენებული მომავალია.

mshoblebi



როგორც ქართველი ექიმები ჰყვებიან, მათ 12-14 წლის ფეხმძიმე გოგონების შემთხვევებიც მრავლად ჰქონიათ. საკითხისადმი არასწორი მიდგომა, უპასუხისმგებლობა, დაუცველი სექსი და ინფორმაციის ნაკლებობა არის იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალი, რასაც ასეთ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ამ მიზეზებს შორის ყველაზე მთავარი მაინც სქესობრივი განათლების არქონაა, არცოდნა იმისა, თუ რას იწვევს ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრება, ნაადრევი ოსრულობა, კონტრაცეფციული საშუალებების იგნორირება და ამ საკითხში სრული უვიცობა. ფსიქოლოგები მიზეზთა შორის ასევე ასახელებენ აღზრდის პრობლემებს, სექსუალურ ძალადობას, მშობლების არასწორ დამოკიდებულებას ამგვარი საკითხებისადმი და სოციალურ პრობლემებს. და კიდევ და კიდევ მოუწოდებენ პირველ რიგში მშობლებს, ნუ დაშორდებიან მოზარდებს, აუწყონ ფეხი მათ ნაბიჯებს და არ გამოეპაროთ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები. ხოლო მათ, ვინც უკვე დადგა ამ ფაქტის წინაშე, სთხოვენ, არც ამ შემთხვევაშიც არ მიატოვონ და არ გარიყონ შვილი, პირიქით, მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით და დაეხმარონ, სამომავლოდ მოზარდობის დროს დაშვებულ შეცდომას თავისი ახალგაზრდობა არ შესწიროს.

mshoblebi


5297
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?