როგორ ვუმკურნალოთ მოზარდების პრობლემურ გამონაყარს
როგორ ვუმკურნალოთ მოზარდების პრობლემურ გამონაყარს
მუწუკების სახით გამონაყარის პრობლემა განსაკუთრებით 11-17 წლამდე ბავშვებში გვხვდება. ადრე ითვლებოდა, რომ თმის გაცხიმიანება და სახეზე გამონაყარის გამოჩენა ხდებოდა მამაკაცური ჰორმონის - ტესტოსტერონის დონის მომატების შედეგად. მაგრამ უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიზეზი ჰორმონის რაოდენობა კი არა, მისი აქტიურობაა. ეს პროცესები ხშირად თან სდევს გარდატეხის პროცესს, თუმცა თუ ყურადღება არ მიექცა, შეიძლება, გახანგრძლივდეს და გართულდეს.

. თუ მოზარდს საშუალო ინტენსივობის გამონაყარი აქვს, სასურველია, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს მიმართოთ, რომელიც დაადგენს, რამდენად სერიოზულია პრობლემა და
საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა.
. ასევე მნიშვნელოვანია კანის სწორი მოვლა. მოზარდებს, როგორც წესი, ცხიმიანი და ფორებიანი კანი აქვთ. ეს ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ ქალაქის წყალი ძლიერ დაქლორილია, რაც დაბანის შემდეგ კანს არაჯანსაღ იერს აძლევს. საღამოს წყლით დაბანა არ არის რეკომენდებული. კანიდან მტვრისა და ჭუჭყის მოცილება სპეციალური ლოსიონებით ჯობს. ამგვარი საშუალებები აუცილებლად უნდა აირჩეს მოზარდის კანის ტიპის მიხედვით. დილით სასარგებლოა დაბანა ოდნავ მჟავე წყლით, რადგან მიკრობები მჟავე არეში უფრო იღუპებიან. 1 ლიტრი ადუღებული წყალი მთელი ღამე მოათავსეთ მაცივარში, დილით ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი ან ჩაასხით 1-2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი (ოღონდ არა ძმრის ესენცია).
. ცხიმიანი, ფორებიანი კანი აუცილებლად ითხოვს გაწმენდას. ამისთვის შეგიძლიათ
კოსმეტიკურ სალონებს მიმართოთ. თუმცა სახის გაწმენდა სახლის პირობებშიც შეიძლება. კვირაში 1-2-ჯერ შხაპის მიღების წინ სახე დაიორთქლეთ. შემდეგ გაიწმინდეთ 1/2 ჩაის კოვზი სოდისა და 1 ჩ.კ. ზღვის მარილის ნაზავით. ამის შემდეგ საიჭროა გაფართოებული ფორების შევიწროება. ამისთვის აურიეთ ერთმანეთში 2 ჩ.კ. ადუღებული წყალი, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ოდეკოლონი და სახე ამ ხსნარით გაიწმინდეთ.
არაფრით არ შეიძლება ხელით წვალება და მუწუკების კიდევ მეტად გაღიზიანება. ასევე სასურველია, კვების რეჟიმით და ცხოვრების წესითაც ხელის შეწყობა. გამონაყარს „არ უხდება“ მჟავე და ცხარე, მეტისმეტად მარილიანი საკვები. ასევე აღიზიანებს მას მეტისმეტი ემოციები, აგზნებადობა, სიფიცხე.
9804
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```