- გარდატეხის ასაკში კანის პრობლემებიდან განსაკუთრებულად გავრცელებულია სახეზე გამონაყარი. რით არის ეს გამოწვეული?
- სქესობრივ მომწიფებასთან ერთად გარდატეხის ასაკში აქტიურდება საცხიმე ჯირკვალი და გამოყოფს დიდი რაოდენობით ცხიმს. კანის ფორები ზემოდან იკეთებს ცხიმის
- რა შედეგი შეიძლება მოგვცეს თვითნებურმა მკურნალობამ?
- თვითნებურმა მკურნალობამ შესაძლოა დაგვიტოვოს „პოსტ-აკნეს“ მძიმე ფორმა, ქრონიკული სტაფილოკოკი და სხვა. ამ შემთხვევაში მკურალობა ბევრად უფრო რთულია და მეტ დროს მოითხოვს.
- ასევე პრობლემაა ჭარბთმიანობა. არასასურველი თმა განსაკუთრებულად გარდატეხის ასაკში ხდება თვალში საცემი. რა გამოკვლევების გაკეთებაა საჭირო
- ჭარბთმიანობის დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაცია, ჰორმონალური გამოკვლევები. ჭარბთმიანობის მკურნალობა არ შეიძლება ზედაპირულად, მხოლოდ თმის მოცილებით. თავდაპირველად უნდა გამოიკვლიოთ მიზეზი და ამის შემდეგ, ექიმებთან ერთად დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, იქნება ეს ეპილაცია თუ სხვა პროცედურა.
- რა ასაკიდან შეიძლება არასასურველი თმის მოცილება?
- არასასურველი თმის მოცილება შესაძლებელია 12-14 წლიდან.
- რა მეთოდებით არის დღეს შესაძლებელბელი ჭარბთმიანობასთან ბრძოლა?
- აპრობირებული მეთოდია ელექტრო ეპილაცია, ლაზერული ეპილაცია, ფოტო ეპილაცია. ძალიან კარგი შედეგები აქვს დიოდურ ეპილაციას.
- მოზარდები, სახლის პირობებში სხვადასხვა საშუალებებით „ებრძვიან“ ჭარბთმიანობის პრობლემას, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოგვცეს თვითნებურმა მკურნალობამ?
- თმის „ამოგლეჯვის“ შემთხვევაში ჰიპოფიზში მიდის ინფორმაცია: „მომგლიჯეს და აღმადგინე უკეთესი“. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში უნდა აღდგეს კიდეც უკეთესი, ამიტომ თმასთან ბრძოლა სახლის პირობებში აღადგენს კიდევ უფრო უკეთესი ხარისხის თმას, ანუ უფრო მუქ და მაგარ ბეწვებს, რომლებიც კიდევ უფრო ძნელი მოსაცილებელია.
- რამდენად რეკომენდირებულია მოზარდის კანისთვის სოლარიუმი - ბოლო დროს მოზარდებმაც მოუხშირეს სოლარიუმებში სიარულს, განსაკუთრებით, ბოლო ზარების, ბანკეტების და ამგვარი ღონისძიებების წინ?
- სოლარიუმი კანს ართმევს ტენს, იწვევს ნაადრევ დაბერებას. გარდა ამისა, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის ალერგიული რეაქცია. და საერთოდაც, გარდატეხის ასაკი ექსპერიმენტებისთვის ყველაზე აქტუალური პერიოდია, თუმცა გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ ამ პერიოდს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ნუ ეცდებით, თვითნებურად იმკურნალოთ ან მოიშოროთ არასასურველი თმა თუ აკნე. ჯობს დროულად მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტებს და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყოთ „ბრძოლა“.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე