ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ან რაიმე დაავადებაა, ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი ახალგაზრდა ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ან რაიმე დაავადებაა ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი: ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სამედიცინო პრეპარატების არასათანადოდ მოხმარება, არასრულფასოვანი კვება, ძილის რეჟიმის უგულებელყოფა. თუ ძილისა (ღამის მანძილზე სულ მცირე 8 სთ ძილი) და კვების რეჟიმი მოწესრიგებული გაქვთ, ამასთან, იკვებებით ხილითა და ბოსტნეულით დაბალანსებული რაციონით (ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად ტვინს სჭირდება ცილა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა ელემენტები), ფიზიკურად აქტიური ხართ (ვარჯიშობთ) და მეხსიერების პრობლემა მაინც არსებობს, მაშინ გირჩევთ, ჩაიტაროთ გამოკვლევები.