"ახლა ისეთ რაღაცას გეტყვით, რის გამოც შეიძლება გამაკრიტიკონ..."
"ახლა ისეთ რაღაცას გეტყვით, რის გამოც შეიძლება გამაკრიტიკონ..."
თინეიჯერებს და არა მარტო მათ, ხშირად აწუხებთ კანის პრობლემები, ჭარბთმიანობა, რაც დიდწილად გარდატეხის ასაკითაა გამოწვეული და სწორედ ამ მიზეზის გამო უყურადღებოდ ტოვებენ. თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა... ჩვენს ინტერვიუში, რომელიც დერმატოლოგ-კოსმეტოლოგ ია დარსაველიძესთან ჩავწერეთ, აქცნეტი სწორედ ზემოხსენებულ თემებზეა გაკეთებული.

- თინეიჯერობის ასაკში, 12-13 წლიდან გოგონებშიც და ვაჟებშიც იწყება მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება, პარალელურად ეცვლებათ სახის გამომტყეველება, სხეულის ფორმები და ა.შ. მე, როგორც დერამტოლოგს, მომმართავენ გამონაყარის პრობლემებით, რაც ძალიან აკომპლექსებთ დღევანდელ
მოზარდებს. ეს პრობლემა ყოველთვის იყო და არსებობდა, ჩვენს წინა თაობებში ჩაბეჭდილი იყო აზრი, რომ გარდატეხის ასაკში ასე ემართებათ და დროის სვლასთან ერთად ესეც გადაივლის. მაგრამ, ეს არაა სწორი მიდგომა. საბედნიეროდ, შეიცვალა მიდგომები, თვითონ მოზარდები გახდნენ ძალიან ყურადღებიანები ასეთი თემების მიმართ, განიცდიან ამ ასაკობრივ გამონაყარს, რაც დაკავშირებულია როგორც ჰორმონულ დისბალანსთან, აგრეთვე გენეტიკურ ფაქტორთან... ამ ორი ფაქტორის კომბინაცია კი უკვე სერიოზული პრობლემების წინაშე გვაყენებს. მთავარია, მშობლის მხრიდან ასაკობრივი გამონაყარი ჩაითვალოს პრობლემად, ანუ მშობელმა გააცნობიეროს, რომ ამ საკითხს პროფესიონალის ჩარევა სჭირდება და არ ჩათვალოს რომ გავა დრო, გადაივლის ე.წ. გარდატეხის ასაკი და პრობლემაც მოგვარდება. არ მინდა, ვინმემ შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, მაგრამ საჭიროა მშობელს ამ კუთხით მეტი
განათლება ჰქონდეს. იმიტომ, რომ მაინც მასზეა დამოკიდებული 13-14 წლის ბავშვი და როცა პრობლემა იჩენს თავს, მან უნდა ურჩიოს დერამტოლოგთან ვიზიტი. თუნდაც, 13 წლის ასაკში, როცა კანის პრობლემასთან გვაქვს საქმე, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა დაიგეგმოს ვიზიტი დერმატოლოგთან, ჩატარდეს გამოკვლევები, დაინიშნოს მკურნალობა და ამის შემდეგ უკვე თუ საჭირო იქნება, ჩაერთოს კოსმეტოილოგი. როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია შეირჩეს კომპეტენტური ექიმი, რადგან არასწორი მკურნალობის შედეგთან ბრძოლა შეიძლება მთელი ცხოვრება მოუწიოთ. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, ერთხელ თუ გაიწმენდ სახეს, მერე მთელი ცხოვრება უნდა იწმინდო. გასაგებია ეს, მაგრამ იმის შიშით, რომ სხვა დროს ამ პროცედურის ჩატარება კიდევ დაგვჭირდება, სახე არ უნდა გავიწმინდოთ? როცა დგას საჭიროება, როცა კანს პრობლემები აქვს, მტვერი, ჭუჭყი ილესება კანზე, თავსდება ფორებში და თუ ამას დროულად არ დაეთმო სათანადო ყურადღება, ძალიან ცუდ შედეგებს მიივიღებთ, შეიძლება ოქროსფერ სტაფილოკოკამდეც მივიდეს საქმე. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი მოზარდს უქმნის პრობლემას და ამ დროს ამას მშობელი უყურადღებოდ ტოვებს იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი გააკეთოს სასურველი შედეგის მისაღებად.
ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორი ტიპის კანი აქვს, ამას დერმატოლოგთან ვიზიტის შედეგად დაადგენს. არსებობს 4 ტიპის კანი - მშრალი, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი. მშრალ კანს იშვიათად სჭირდება გაწმენდა, იმიტომ რომ ბუნებრივად გამომშრალია და ჭარბი ცხიმიანობა არ ახასიათებს. გამონაყარის განვითარება უფრო მეტად ცხიმიან და კომბინირებულ კანს ახასიათებს და ჩარევაც ხშირად ხდება. არ არსებობს გაწერილი გრაფიკი, რომ მაგალითად ცხიმიანი კანი თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, საჭიროების მიხედვით ტარდება ეს პროცედურა, იმიტომ, რომ ამასაც სეზონურობა ახასიათებს. მაგალითად, გაზაფხულსა და ზაფხულში ცხიმიანობა იმატებს ხოლმე, თუმცა ზოგიერთის კანზე შემოდგომაზე უფრო მომატებულია ცხიმიანობა. ანუ ჩვენების მიხედვით იგეგმება რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს.

- ანუ, როგორც მივხვდი, გარდატეხის ასაკში, თუ გამონაყარი აქვს მოზარდს და აწუხებს, აუცილებლად უნდა მივიდეს დერმატოლოგთან და არ უნდა დაელოდოს იმ კონკრეტული პერიოდის გადასვლას, ხომ?
- კი, ყველა შემთხვევაში აუცილებელია სწორი ჩარევა. მეც ასე მქონდა გამონაყარი, მამამისსაც ასე ჰქონდა და გადაგვიარა – ეს მიდგომები არასწორია. დღევანდელი მოზარდები ძალიან სხვანაირები არიან, ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, განსაკუთრებით კი გარეგნობას. როცა სახეზე აქვთ პრობლემა, ეს მათთვის ძალიან დამთრგუნველია, კომპლექსდებიან, შეიძლება ეს საკითხი დაცინვის საგანიც გახდეს ბავშვებში, ამით კი ვითარება უფრო რთულდება, თინეიჯერები საკუთარ თავში იკეტებიან. ამიტომ ჯობია პრობლემა სწორად გადაჭრათ. მე მინდა ვურჩიო მშობლებს, რომ ასეთ საკითხებს შეხედონ ბავშვის გადმოსახედიდან და ნუ დატოვებენ მცირე დეტალებსაც კი უყურადღებოდ.

- სახის გაწმენდისთვის მინიმალური ასაკი რომელია??
- ახლა ისეთ რაღაცას გეტყვით, რის გამოც შეიძლება გამაკრიტიკონ, მაგრამ არ მეშინია კრიტიკის. 8-9 წლის ასაკში ბავშვს ისეთი პრობლმები არ ექნება კანზე, მაგრამ მე მყოლია პაციენტი, რომელსაც 11 წლის ასაკში გავუწმინდე სახე, ისეთი მდგომარეობა ჰქონდა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, უფრო რთულ შედეგებამდე მივიდოდით. პროცედურა არ ჩატარებულა პროფესიონალური კოსმეტიკით, პილინგებით, მაგრამ რაც საჭირო იყო, ის გაუკეთდა პაციენტს. დღეს ის უკვე დიდი გოგოა და ამ ფაქტს მასზე რაიმე ცუდი გავლენა არ მოუხდენია, პირიქით. ზოგადად, 13-14 წლიდან უკვე შესაძლებელია ამ პროცედურის ჩატარება, მაგრამ როგორც აღვნიშნე, თუ საჭიროება მოითხოვს, მანამდეც ვწმენდთ სახეს.

- გარდა ამისა, მოზარდებს ხშირად აქვთ ჭარბთმიანობის პრობლემა...
- დიახ, ესეც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მოზარდებში. ასაკობრივი ცვლილება, განეტიკური ფაქტორი, გარემო პირობები ხელს უწყობს ჭარბთმიანობის განვითარებას, რომელსაც ისევე მტკივნეულად აღიქვამენ მოზარდები, როგორც კანის პრობლემებს. ამიტომ როცა დადგება საჭიროება და მიხვდებით, რომ თქვენს შვილს ეს აწუხებს, თავად დაეხმარეთ გადაჭრაში, მიიყვანეთ კლინიკაში ეპილაციაზე. ჩვენთან მაგალითად, 13 წლის გოგონები უკვე იკეთებენ ლაზერულ ეპილაციას და ამაში საგანგაშო არაფერია. მინდა, მშობლები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ეს არაა მავნებელი სხივი და მავნებლობა არ ახასიათებს. ხშირად ბებიებისგან ისმის ასეთი ფრაზები, ჯერ პატარაა, რა დროს ეპილაციააო. არაა ასე, როცა ბავშვი შეიძლება იყოს უკეთ, რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი? ჩვენ თუ დაბრკოლებას შევუქმნით მოზარდს, მან შეიძლება სხვა გზებით, დეპილატორით, ვოქსით შეეცადოს ჭარბი თმის მოცილებას, რაც უფრო რთულ პრობლემებს გამოიწვევს და უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება სამომავლოდ.

- დასასრულ, რა რჩევას მისცემთ თინეიჯერებს, სახლის პირობებში ზედაპირულ გამონაყარს როგორ შეებრძოლონ?
- თუ გამონაყარი მოდის ჰორმონალური პრობლემიდან ან საქმე გვაქვს ოქროსფერ სტაფილოკოკთან, თუ სხვა სიღრმისეულ პრობლემებთან, მაშინ დერმატოლოგის ჩარევა აუცილებელია და ხალხური მედიცინა, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, აქ არ გამოდგება, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ზედაპირულ გამონაყარზე, მაშინ გეტყვით ასეთ რამეს. პირველ რიგში ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორი ტიპის კანი აქვს, რომ იმის მიხედვით მივცეთ რჩევა და იმოქმედოს. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, კარგია სკრაბის გაკეთება, რომელიც ვთქვათ აფთიაქში იყიდება, მშრალი კანის დასატენიანებლად შეიძლება სხავადსხვა ხილის ნიღბების გამოყენება, მაგრამ ესეც ძალიან ინდივიდუალურია, რადგან შეიძლება ალერგიული იყოს ადამიანი ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ. მაინც ჯობია ვიზიტი დერმატოლოგთან, საჭიროების შემთხვევაში კი მკურნალობის დანიშნვნა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ გაიზიარონ შვილების პრობლმები, მათი თვალით შეხედონ ასაკობრივ გამოწვევებს და რაც მთავარია, დაეხმარონ იმ საკითხების გადაჭრაში, რაც მოზარდებს აწუხებთ და დისკომფორტს უქმნით.
ციცი ომანიძე
5867
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
marina buxaidze
0
არავითარი გაწმენდა კოვზით,ევროპაში მე მაგ კოვზი ვერსად ვნახე გასაყიდად,ათასი ანტიმიკრობული მალამოები და ნორმალური დერმატოლოგი,გამონაყარი სულაც შეიძლება ნაწლავებში არსებულმა ბაქტერიებმა გამოიწვიოს,ასევე აუცილებელია სისუფტავე კანის და დაბანა 2 ჯერ მინიმუმი,ტავის და ტანის,მე სახე მივაჩვიე კოვზიტ გაწმენდას და არასასურველი შედეგი მივიღე,ასე რომ ნუ გაიფუჭებთსახეს
15:47 / 10-09-2015
inga
0
Waxval dermatologtan, gagatyavebs da shedegi nyli...
16:06 / 15-08-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```