ეს გოგონა ნამდვილი ვარსკვლავი იყო თანატოლებს შორის, მაგრამ ერთმა აბმა მთელი ცხოვრება დაუნგრია...
ეს გოგონა ნამდვილი ვარსკვლავი იყო თანატოლებს შორის, მაგრამ ერთმა აბმა მთელი ცხოვრება დაუნგრია...
16 წლის შოტლანდიელი ემი ტომსონი თანატოლებს შორის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. გოგონას ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა, უყვარდა ურთიერთობები და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა...
იმ საბედისწერო საღამოს თავის სამ დაქალთან ერთად ღამის კლუბში წავიდა გასართობად. საცეკვაო მოედანზე ვიღაც უცნობმა ახალი შეგრძნებების განცდა შესთავაზა. "ეს ექსტაზია მხოლოდ და მხოლოდ", - უთხრა და გოგონებს რამდენიმე გამჭვირვალე კაფსულა მისცა, შიგნით თეთრი ფხვნილით. გოგონებს მოეწონათ ეს შემოთავაზება და იქვე დალიეს იდუმალი ნივთიერება...
სულ რამდენიმე წუთში ისე ცუდად გახდნენ, რომ ოთხივემ გონება დაკარგად. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და აუცილებელი პროცედურები ჩაუტარეს. დილისკენ სამი გოგონა გონს მოვიდა და უკეთაც გახდნენ. ემის მდგომარეობა კი გაუარესდა. ის კომაში ჩავარდა!
mshoblebi
უცნობი აბების მიღების შედეგად ემის თავის ტვინი დაუზიანდა. მთელი კვირა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. ბოლოს კომიდან გამოვიდა, თუმცა დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ემის წაერთვა ფეხები, ძლივს ამოძრავებს ხელებს და ლაპარაკსაც კი ძლივს ახერხებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ის მთელი ცხოვრება ასე დარჩება...
mshoblebi
პოლიციამ დააპატიმრა სამი ეჭვმიტანილი – 33 წლის მამაკაცი და მისი ორი თანამოაზრე – 17-18 წლის გოგონები. ისინი ემი ტომსონის მოწამვლაში მათ მონაწილეობას იკვლევენ და ასევე მათ მიერ გავრცელებული
კაფსულების შემადგენლობაც უნდა დადგინდეს. თუმცა ეს ვეღარ დაამშვიდებს ემის მშობლებს. გოგონას უწინდელი ცხოვრება აღარასდროს დაუბრუნდება.
ემის ახლობლები მაქსიმალურად ავრცელებენ ამ ამბავს, განსაკუთრებით – მოზარდებისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი ამგვარი შემთხვევებისგან. დღევანდელი თინეიჯერების ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა კლუბებსა და გართობას და ექსტაზი თუ სხვა სახის "მსუბუქი" ნარკოტიკული საშუალებებიც იოლად ხელმისაწვდომი გახდა მათთვის. ეს წამიერი გართობა კი შეიძლება სამუდამოდ ცხოვრების დანგრევას გაუტოლდეს.

8285
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```