მშობლებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ თავიანთი შვილების ძილს მშობლებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ თავიანთი შვილების ძილს, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. მერიკელმა მეცნიერება დაადგინეს, რომ ამ ასაკში უძილობა განსაკუთრებით მოქმედებს მოზარდებზე – იწვევს დეპრესიებს, სუიციდურ მიდრეკილებებს და ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ სწრაფვას. მაქსიმალურად უნდა იყოს დარეგულირებული მოზარდის ძილი. ერთსა და იმავე დროს უნდა იძინებდეს (თუნდაც ცოტა უფრო გვიან, ვიდრე შედარებით პატარა ბავშვები) და ღამეში 8 საათი მაინც უნდა ეძინოს. თინეიჯერებს, რომლებსაც უჭირთ დაძინება, ან განგებ არ იძინებენ, ღამეებს ათენებენ, შემდგომში ფსიქიკური პრობლემები ექმნებათ, სასმელისკენ უჩნდებათ მიდრეკილება, მსუბუქი ნარკოტიკებისკენ.
თუ მოზარდი და მშობელი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან ძილის საკითხს, სპეციალისტები უნდა ჩარიონ.