ანუკი, 18 წლის:
- არ შემიძლია თბილად ჩაცმა. მირჩევნია, მციოდეს და ის მეცვას, რაც
- თბილი ტანსაცმლის გემოვნებით შეხამება და ჩაცმა არ შეიძლება?
- არ მომწონს, ფიგურა არ იკვეთება... გამხდარი აგებულება, თხელი კიდურები და მაღალი კისერი არ ჩანს, ეს ყველაფერი თუ შალით შევფუთნე. ბარემ ჩადრით ვივლი და ეგაა. სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, წონა ვაკონტროლო და ყველა სეზონზე კარგად გამოვიყურებოდე... სამოსი, ზამთრის დადგომამდე სამი თვით ადრე გამოვიწერე ონლაინმაღაზიიდან და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიცვამდი...
- ამ ზამთარს არაერთხელ გაცივდით, როგორც ვიცი.
- დიახ, ასეა... ბოლო გაცივების შემდეგ, ”ქალური” პრობლემები
ხათუნა დოლიძე, ექიმი თერაპევტი:
- წლებია, ოჯახის ექიმად ვმუშაობ და დაუჯერებელია, მაგრამ ბოლო წლებში ვირუსულ ინფექციებზე მეტად, გართულებული გაცივებით მოდიან და მათი უმეტესობა 15-25 წლამდე გოგონები არიან, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი სტილი ჰქონდეთ და მზად არიან, ამის გამო ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღონ. სამწუხაროდ, ბევრს ამის გამო ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეერყა... მქონდა შემთხვევები, როდესაც გაცივებული პაციენტი ისევ ნახევრად შიშველი გადიოდა ქუჩაში, სკოლაში, ლექციაზე ან თუნდაც სამსახურში თხლად ჩაცმული მიდიოდა. ამ კატეგორიას პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ ის უშვილოდ დარჩენის კანდიდატია... არაფერს ვამბობ შარდსასქესო ორგანოების დაავადებებზე, რომლებიც ასე თუ ისე განკურნებადია. ვგულისხმობ ისეთ დაავადებებს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. მაგალითად, - მენინგიტი, ენცეფალიტი... ყველას სათითაოდ ვუხსნი, რომ განსაკუთრებით ზამთარში ნაბანავები არ უნდა გავიდეს, მაგრამ ძალიან ცოტა ითვალისწინებს. შესაბამისად, გვაქვს ყურისა და თვალბუდის ანთებები. არადა, ყური ტვინთან მჭიდრო კავშირშია. ყველანაირი ინფექცია კი, რომელიც ყურში ხვდება, დიდი შანსია, გავრცელდეს ტვინში. ხშირ შემთხვევაში უბრალო გაცივებას, სურდოსა და გრიპს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეს ამ სეზონის ჩვეულებრივ დაავადებად მიაჩნიათ, მაგრამ თუნდაც, ყურების ხშირად დაგუბება, შესაძლოა, სმენის დაქვეითების მიზეზი გახდეს. ყველას მინდა ვთხოვო: ნუ გახვალთ ახალდაბანილი ქუჩაში, ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. ნოტიო თმით გარეთ გასვლა ბევრ დაავადებას იწვევს. ზამთარში ქუჩაში ატარეთ ქუდი და კაშნე, რომელიც თქვენს ყურებსა და ყელს დაიცავს. ეცადეთ, ცივ სეზონზე მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ყურებს, ყელს, ცხვირსა და სუნთქვას. გირჩევთ, თუნდაც გრიპის ან უბრალო გაცივების დროს, აუცილებლად მიაქციოთ სათანადო ყურადღება ცხვირს, რომ არ გართულდეს და სინუსიტში, ჰაიმორიტში ან ცხვირის წიაღების ანთებაში არ გადაიზარდოს... იხილეთ სრულად