რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის არის ეს დაგვიანებული?
რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის არის ეს დაგვიანებული?
1 / 2
Next
ეკა ჭავჭავაძე ექიმი, მეტყველების თერაპევტი გახლავთ. მეტყველების განვითარებისა და კორექციის კაბინეტის "ლოგომედის" ხელმძღვანელია - ეს მეტყველების დარღვევებზე სპეციალიზებული პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ცენტრია მთელ ამიერკავკასიაში. მეტყველებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე ეკამ მეტად საინტერესო და ამომწურავი პასუხები გაგვცა.

- რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარის ალაპარაკება?
- ლაპარაკს ასე ვიწყებთ:
2-3 თვე: პატარა ღუღუნებს, წარმოთქვამს ბგერებს "ა", "ი", ზოგჯერ შესაძლებელია "გ"-ც.
7-9 თვე: პატარა ტიტინებს, წარმოთქვამს
ერთნაირ მარცვლებს: დე-დე, მა-მა, ბე-ბე, პა-პა, ბა-ბა, ბუ-ბუ, მუ-მუ.
9-11 თვე: პატარა უკვე ცდილობს მოზრდილთა მიერ წარმოთქმული მარცვლებისა და სიტყვების გამეორებას.
11-13 თვე: ჩნდება პირველი ორი იდენტური ან მსგავსი მარცვლებისგან შემდგარი გააზრებული სიტყვები: დედა, მამა, ბებო, პაპა, ბაბუ.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
120691
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (40)
0
მოგესალმებით,ჩემი ძმა არის 3 წლის და 3 თვის ცალკეულ სიტყვებს ჩვეულებრივად იმეორებს თუმცა ვერ ახერხებს მთლიანი წინადადების გადაბმულად წარმოთქმას და მაინტერესებს ეს რისი ბრელი შეიძლება იყოს?
19:48 / 08-06-2019
Nino
0
Chemi patara 10 tvisaa da marto ka-s ambobs
20:59 / 21-01-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?