როგორ მივაწოდოთ ბავშვს კალცის დღიური ნორმა
როგორ მივაწოდოთ ბავშვს კალცის დღიური ნორმა
კალცი ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. კალცი სჭირდება ძვლებსა და კბილებს, ნერვულ სისტემას და კუნთების განვითარებას. კალცი ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც საკვებს ენერგიად აქცევენ. ამიტომ კალცის დღიური ნორმის დაცვა ბავშვებში აუცილებელია.

რამდენი კალცი სჭირდება თქვენს შვილს?
1-დან 3 წლამდე: 500 მილიგრამი დღეში
4-დან 8 წლამდე: 800 მილიგრამი დღეში
დღე-ღამის განმავლობაში მიღებულმა დოზამ 2500 მილიგრამს არ უნდა გადააჭარბოს.
კალცის ყველაზე მდიდარი წყაროა რძე, მაწონი და ყველი. აი, რამდენ კალცს შეიცავს ამა თუ იმ მოცულობის რძის ნაწარმი:

• 1/2 ჭიქა უცხიმო მაწონი 207 მგ.
• 1/2 ჭიქა რძე 150 მგ.
• 15 გრამი ყველი 100-112 მგ.
• 1/2 ჭიქა ნაყინი 102 მგ
• 1 ნაჭერი მსხვილად დაფქული ზორბლის პური: 100 მგ.
• 1/4 ჭიქა მწვანილი 89 მგ.
• ½ ჭიქა მოხარშული ბურღულეული 51 მგ.
არ დაგავიწყდეთ D ვიტამინი, ის კალცის ათვისებაში უდიდეს როლს თამაშობს. ყოველთვის გააკონტროლეთ, რომ ბავშვს ეს ვიტამინი არ მოაკლდეს.
რძე სასარგებლო ნივთიერებების წყაროა, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ბავშვები რომლებიც ბევრ რძეს ან ზედმეტ კალცს იღებენ, დისკომფორტს განიცდიან.

ასევე იხილეთ: რა სიმპტომები მიგანიშნებთ ბავშვებში კალცის ნაკლებობაზე
კალცის ბუნებრივი საბადო - უნიკალური ხალხური რეცეპტები კვერცხის ნაჭუჭისგან
67672
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
gio
0
ზორბლის პური ყოფილა ძალიან გემრიელი
09:59 / 17-10-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?