რა უნდა შეეძლოს 4-5 წლის ბავშვს
რა უნდა შეეძლოს 4-5 წლის ბავშვს
მოძრაობის განვითარება
1. უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე დგომა მინიმუმ 10 წამის განმავლობაში
2. ადგილზე ხტომა, ყირაზე გადაკოტრიალება
3. აქეთ-იქეთ რყევა, რაიმეზე აცოცება
4. რაიმეზე გადახტომა

წვრილი მოტორიკა
1. შეუძლია გადაიხატოს სამკუთხედები და სხვა მარტივი გეომეტრიული ფიგურები
2. ხატავს ადამიანის ტანს
3. წერს ზოგიერთ ასოს
4. შეუძლია დაუხმარებლად ჩაცმა-გახდა
5. იყენებს ჩანგალს, კოვზს
6. ტუალეტში თავად დადის

ენობრივი უნარები
1. შეუძლია გაიხსენოს ნაამბობის გარკვეული ნაწილი
2. ამბობს 5 და მეტსიტყვიან წინადადებებს
3. საუბარში იყენებს მომავალ დროს
4. ყვება გრძელ ისტორიებს
5. ასახელებს სახელს, გვარს და საცხოვრებელ ადგილს

შემეცნებითი პროცესი
1. შეუძლია გადათვალოს 10 და მეტი საგანი
2. სწორად არჩევს მინიმუმ 4 ფერს
3. წარმოდგენა აქვს დროის ცნებაზე (რას ნიშნავს გუშინ, ხვალ)
4. იცის იმ საგნების სახელი და დანიშნულება, რასაც ოჯახში ყოველდღიურად იყენებენ (ფული, საკვები, ტექნიკა)

სოციალური და ემოციური განვითარება
1. უნდა მეგობრების გახარება
2. სურს, რომ თავის მეგობრებს ჰგავდეს
3. ადვილად იგებს და ითვისებს თამაშის წესებს
4. მოსწონს სიმღერა, ცეკვა და წარმოდგენების გამართვა
5. ავლენს უფრო და უფრო მეტ დამოუკიდებლობას, უახლოეს მეზობელთანაც კი უკვე მარტო გადადის.
6. აცნობიერებს სქესთა შორის
განსხვავებას
7. ფანტაზიის რეალობისგან განსხვავება შეუძლია
8. ახასიათებს სიჯიუტე

ეს ზოგადი ჩამონათვალია და დიდად ნუ ინერვიულებთ, თუ ყველაფერი ერთი ერთში არ დაემთხვევა თქვენი ბავშვის განვითარების ტემპს. მიმართეთ პედიატრს შემდეგ შემთხვევებში:
თუ ბავშვი:
1. შეშინებული და გაუბედავია
2. ძალიან აგრესიულად იქცევა
3. ძლიერი პროტესტის გარეშე მშობლებთან განშორება არ შეუძლია
4. ადვილად გადააქვს ყურადღება სხვა რამეზე და ერთ აქტივობაზე ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახერხებს.
5. ნაკლებად აინტერესებს სხვა ბავშვებთან თამაში
6. არ აქვს რეაქცია ადამიანებზე ან ძალიან ზედაპირულად რეაგირებს
7. თამაშში წარმოსახვასა და იმიტაციას არ იყენებს.
8. დროის უმეტეს ნაწილს დარდიანი და უკმაყოფილო ატარებს
9. ახალი თამაშები და საქმიანობები არ იზიდავს.
10. გაურბის ხალხს
11. არ გამოხატავს ფართო დიაპაზონის ემოციებს
12. უჩვეულოდ პასიურია
13. ვერ იგებს დავალებას, რომელიც გავრცობილი წინადადებით არის ნათქვამი: "დადე ფინჯანი მაგიდაზე", "გამოიღე ბურთი მაგიდის ქვეშიდან"
14 ვერ ასახელებს სწორად სახელსა და გვარს
15. საუბარში არ იყენებს წარსულ დროსა და მრავლობით რიცხვს
16. არ ჰყვება შთაბეჭდილებებს
17. ვერ ააგებს კოშკს 6-8 კუბით
18. უჭირს კალმის დაჭერა
19. უჭირს სამოსის გახდა
20. ვერ იხეხავს კბილებს
21. ვერ იბანს და იმშრალებს ხელებს.
32068
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?