ჩოგბურთი ბავშვის ძვლებს ამაგრებს - როგორ უნდა მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი
ჩოგბურთი ბავშვის ძვლებს ამაგრებს - როგორ უნდა მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი
ინგლისელი ექიმები მშობლებს ბავშვების ჩოგბურთზე შეყვანას ურჩევენ. მათი მტკიცებით, სპორტის ეს სახეობა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას ამაგრებს, რაც მოზრდილობაში აშკარად შესამჩნევია.

მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორების განცხადებით, მას, ვინც ბავშვობიდანვე გატაცებულია ჩოგბურთით, მოზრდილობაში ძვლების მოტეხილობის ნაკლები რისკი ელის. როგორც მკვლევარები ანგარიშობენ, ყოფილ ჩოგბურთელებს 40%-ით უფრო ნაკლებად უსვამენ მოტეხილობის დიაგნოზს, ვიდრე სხვა დანარჩენებს.

"კვლევები ცხადყოფენ, რომ რაც უფრო მოზრდილია ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ეფექტს იღებს ფიზიკური დატვირთვისგან. ბავშვობა შესანიშნავი დროა ძვლების გასამაგრებლად, რაც მთელი სიცოცხლის
განმავლობაში გაჰყვება. რაც უფრო აქტიურად მისდევს ჩოგბურთს, მით უფრო დაცულია მომავალში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმებისგან", - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი ალექს აირელენდი.
ტეგები: ჩოგბურთი
4603
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
k.z.
0
ელიკო-შენი ნაწერიდან ვერაფერი გავიგე,ჩოგბურთი ინტელექტუალური სპორტია და სხვაგან სცადო ბედი
10:01 / 09-02-2017
eliko
0
Ra a said an sheidzleba bavshvis chogburtzebsheyvana?
09:18 / 08-08-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```