მშობლების უმეტესობა უკვე კარგად იცნობს თანამედროვე კონცეფციას ჭიპლარის შენახვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომელსაც აქვს შესანიშნავი ფუნქცია, დიფერენცირება განიცადოს ნებისმიერ ორგანოსთან. ასე რომ, თუ სისხლის შენახვა ვერ მოხერხდა, შანსი კიდევ გაქვთ.
ჯერ კიდევ 2003 წელს აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რომ სარძევე კბილები 2 000-ზე მეტ ღეროვან უჯრედს შეიცავს. ამ

ეს პროცესი დაახლოებით ასე ვითარდება: კბილიდან ამოიღებენ ღეროვან უჯრედებს და შემდეგ ამ უჯრედებს აიძულებენ განიცადონ რეგენერაცია ამა თუ იმ ორგანოსთან. ითვლება, რომ ამ მეთოდით წარმატებით შეიძლება განიკურნოს I ხარისხის დიაბეტი.
თუმცა, არის ერთი სირთულე: ეს უჯრედები უნდა შეინახოს ცოცხლად, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მათგან სარგებლის მიღება. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კბილის ამოღებიდან 48 საათის განმავლობაში მიიტანთ შესანახად. წინააღმდეგ შემთხვევაში უჯრედები უკვე მკვდარი იქნება. უკვე არსებობს ორგანიზაციები, სადაც სათანადოდ ხდება ამ კბილების დამუშავება და შენახვა. ასე რომ, ნუ იჩქარებთ თქვენი შვილის სარძევე კბილების გადაყრას.
ასევე იხილეთ: რა უნდა იცოდეთ ღეროვან უჯრედებზე და როგორ ხდება მათი შენახვა