რა შემთხვევაში უნდა გადაამოწმოთ ექიმის დანიშნულება, როცა ანტიბიოტიკები გჭირდებათ
რა შემთხვევაში უნდა გადაამოწმოთ ექიმის დანიშნულება, როცა ანტიბიოტიკები გჭირდებათ
1 / 2
Next
"გოგოებო, ეს ანტიბიოტიკი მაქვს სახლში და დოზები შემახსენეთ, რა" "გოგოებო, ეს ანტიბიოტიკი მაქვს სახლში და დოზები შემახსენეთ, რა";
"შენ რომელი ანტიბიოტიკი მიეცი ბავშვს, ყურის ანთება რომ ჰქონდა?";
"სანამ ანტიბიოტიკს არ მივცემ, მანამ სიცხე არ დაუწევს";
"წუხელ მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ დილიდან ანტიბიოტიკი დავუწყე და აღარ მეშინია"
- ამ ფრაზებს ახალგაზრდა დედებისგან ხშირად მოისმენთ. სამხუხაროდ, ბევრმა მათგანმა დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ ამ პრეპარატის უექიმოდ მიცემა საფრთხეს უქმნის ბავშვს.
ანტიბიოტიკები კაცობრიობას დიდი
ხანია იცავს სიკვდილისგან, მაგრამ მის დალევას საკუთარი წესები აქვს.
ნებისმიერი კვალიფიკაციური ექიმი გეტყვით, რომ გრიპი არის ვირუსი და არა ბაქტერიული ინფექცია, ანტიბიოტიკები კი მხოლოდ ბაქტერიებთან ბრძოლაში დაგეხმარებიან, ვირუსების წინაშე უძლურნი არიან. ხოლო სამომავლო პერსპექტივაში არასწორად მიღებული ანტიბიოტიკები უფრო დაგაზიანებენ, ვიდრე შვებას მოგგვრიან.
mshoblebi
სამწუხაროა, მაგრამ პაციენტების უმეტესობა შინ მკურნალობას ამჯობინებს. თბილი სითხეებისა და სიცხის დამწევი პრეპარატების პარალელურად კი მეგობრების მიერ "დანიშნულ" ანტიბიოტიკებსაც სვამენ.
ვისთვის არის განსაკუთრებით საფრთხილო ანტიბიოტიკების მიღება:
  • 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის;
  • ფეხმძიმეებისთვის;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის: დიაბეტი, კიბო და სხვა მდგომარეობა, რასაც დაქვეითებული იმუნიტეტი იწვევს.
თუ არ გვეთანხმებით, რომ ადამიანმა ანტიბიოტიკი პანაცეად არ უნდა გაიხადოს კიდევ რამდენიმე პუნქტს გაეცანით:
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
10168
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თინა
1
გამარჯობათ ჩემ შვილს ნოდიკოს კბილები უჭიანდდბა, 7 წელშია უკვე და უკანა დიდი კბილები ამოსდის,ორი დღის წინ კბილი უკანა ახლად ამოსული რომელიც აქ მოვიდა და ნახე დე კბილი ანოვიღეო მითხრა, ერთი კბილი ამოიტეხა თუ ამოიძრო ვერ გავიგე, რაუნდა ვქნა?
10:40 / 10-08-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```