ჯანმრთელობა6-დან 12 წლამდე
სიმართლე "მატყუარა" საწოვარას სიკეთესა და სიავეზე
სიმართლე "მატყუარა" საწოვარას სიკეთესა და სიავეზე
მშობლების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ე.წ. მატყუარა საწოვარა ჩვილის აღზრდის აუცილებელი ატრიბუტია. თუმცა ერთი მხრივ მის აუცილებლობაზე და მეორე მხრივ - მავნებლობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
რამდენად აუცილებელია "მატყუარა" და რაში მდგომარეობს მისი სიავე?

ერთადერთი სარგებელი მისგან ისაა, რომ ბავშვი წოვის რეფლექსს იკმაყოფილებს და მშვიდდება. შესაბამისად, მშობლებსაც ატირებული ჩვილის დაწყნარების, დასვენებისა და ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ.

რაც შეეხება სიავეებს, მათი რიცხვი გაცილებით მეტია. "მატყუარას" მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ "სოსკის" სისტემატური წოვა თანკბილვას არღვევს, რაშიც
სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.
ამის გარდა შეიძლება საჭმლის მომნელებელ სისტემაში შექმნას პრობლემები - მაგალითად, წოვის დროს პატარა ზედმეტ ჰაერსაც გადაყლაპავს, რაც კოლიკას გაუმწვავებს.
ასევე აღარავინ დაობს, რომ მატყუარას წოვა საკმაოდ არაჰიგიენურია. მშობელი ყოველთვის ვერ გააკონტროლებს მის სტერილურობას. 
არსებობს მოსაზრებაც, რომ წოვითი რეფლექსის წახალისებამ შეიძლება ფსიქიკური პრობლემებიც გამოიწვიოს.
და კიდევ ერთი: ხშირად ბავშვი ისე ეჩვევა ერთ რომელიმე საწოვარას, მის გარეშე ვეღარ იძინებს. თუ ეს საწოვარა სადმე დაგრჩათ, დაკარგეთ ან უბრალოდ, გაიხა, ჩათვალეთ, რომ რამდენიმე უძილო ღამე ტირილში გაქვთ გათენებული.

შეიძლება ეს არგუმენტები არადამაჯერებელი მოგეჩვენოთ, რადგან აშკარად ვხედავთ, რომ ჩვენს გვერდით უამრავი ბავში იზრდება "მატყუარათი" და მათთვის ჩამორჩენა არ შეგვინიშნავს. საქმე ისაა, რომ ზემოჩამოთვლილი მხოლოდ
რისკებია, რომლებიც მშობელმა, სასურველია, იცოდეს. მისცემთ თუ არა თქვენს პატარას "მატყუარას", ეს თქვენი არჩევანია, თუმცა ამის მერე გეცოდინებათ, რა სარგებელს და საფრთხეს შეიძლება მოელოდეთ მისგან.
ბეჭდვა
```