სჭირდება თუ არა საუზმე სკოლის მოსწავლეს?
სჭირდება თუ არა საუზმე სკოლის მოსწავლეს?
საუზმობა პატარებს კი არა, დიდებსაც ეზარებათ ხოლმე, არადა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია დღის კვებაში. ხალხური გამონათქვამიც კი არსებობს: "საუზმე მთლიანად შეჭამე, სადილი სხვას გაუნაწილე, ვახშამი კი მთლიანად მიეციო". საუზმის სარგებლობის შესახებ ბევრს ამბობენ. დილის კვება მთელი დღის სიჯანსაღეს და განწყობას განაპირობებს. რასაკვირველია, დილით მიღებული საკვები ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლოც უნდა იყოს. ბავშვებს კი ადრიდანვე უნდა ჩამოუყალიბოთ საუზმობის ჩვევა, რომ მერე მთელი ცხოვრება გაჰყვეთ.
რა თქმა უნდა, საუზმე აუცილებელია სკოლის მოსწავლეებისთვის. სრულფასოვანი
სწავლა მშიერ კუჭზე ნაკლებ წარმოსადგენია. საუზმე მოწაფისთვის აუცილებელია! და სასურველია, შინ ისაუზმოს, კიდევ უფრო სასურველია - არა ტელევიზორთან და არა წიგნის თანხლებით, ამ დროს საკვები არ შეითვისება ისე, როგორც საჭიროა. რამდენიმე წესი:
• გაღვიძებიდან საუზმობამდე 20-30 წუთი უნდა იყოს გასული;
• არ უნდა დააჩქაროთ ბავშვი - საკვები ზომიერად და ნელა უნდა მიიღოს, რომ კუჭი არ გაუღიზიანდეს;
• ოპტიმალურია ბავშვს შესთავაზოთ მსუბუქად ასათვისებელი ნოყიერი პროდუქტები: ხაჭო, მოხარშული კვერცხი, მარცვლოვანის ფაფები, ბოსტნეული, ხილი. ნაკლებად უნდა იყოს ტკბილი, ნაკლებცხიმიანი.
• თუ ბავშვს დილით მადა არ აქვს, არ დააძალოთ, მაგრამ შესთავაზეთ მსუბუქი ვარიანტი - ჩაი ან კაკაო ბუტერბროდით, კარაქიანი პური და ყველი და ა.შ. ეს ჯობია, ვიდრე არაფერი ჭამოს.
9900
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```