ჯანმრთელობა6-დან 12 წლამდე
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციები მშობლებს - სკოლის ბავშვების დღის რეჟიმი, კვება და უსაფრთხოება
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციები მშობლებს - სკოლის ბავშვების დღის რეჟიმი, კვება და უსაფრთხოება
საფუძვლიანი საუზმე დღის სტარტის საუკეთესო დასაწყისია. გამოკვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებიც დილით საფუძვლიანად საუზმობენ, თავს გაცილებით კარგად გრძნობენ მთელი დღის მანძილზე, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ტოსტის ერთი ნაჭრითა და ჩაით შემოიფარგლებიან ან საერთოდ არ საუზმობენ. დილით კარგად ნასაუზმევი ბავშვი უკეთესად სწავლობს, შეუძლია ყურადღების კონცენტრირება და უფრო ენერგიულია.
სკოლების უმრავლესობა (კერძო სკოლების) სკოლის საიტზე აქვეყნებენ მთელი კვირის მენიუს. ამის გათვალისწინებით შეგიძლიათ სახლში დაუმზადოთ ისეთი კერძები (მაგ: წვნიანები), რაც სკოლაში არ არის იმ
დღეებში გათვალისწინებული. მანამ, სანამ მისცემთ ბავშვს თანხას სკოლის სასადილოებში დასახარჯად, გაეცანით ასორტიმენტს. სავაჭრო წერტილებში უნდა იყიდებოდეს ჯანმრთელი საკვები. ისეთი, როგორიცაა: ახალი ხილი, უცხიმო იოგურტი ან ხაჭო, წყალი და ნატურალური ხილის წვენები. გაეცანით სკოლის გამაჯანსაღებელ პროგრამას და მიიღეთ მონაწილეობა მათ მუშაობაში.

გახსოვდეთ: ყოველი 400მლ ტკბილი უალკოჰოლო სასმელი შეიცავს 10 ჩაის კოვზ შაქარს და 150 კალორიას. თუ ბავშვი ყოველდღიურად მიიღებს ამ რაოდენობით გემრიელ გაზირებულ სასამელს, მას 60%-ით გაეზრდება გაცხიმოვნების შანსი. ასე რომ, ეცადეთ ბავშვი მიაჩვიოთ ნატურალურ სასამელებს.

თუ თქვენს სახლში მოსვლამდე სხვა ადამიანი (ბებია, მეგობარი, ძიძა) რჩება ბავშვთან, აუხსენით ყველა თქვენ მიერ დადაგენილი წესი, რაც სკოლიდან დაბრუნებულმა უნდა შეასრულოს. ეს ეხება დისციპლინას და გაკვეთილების მომზადებას.

შექმენით სახლში ხელსაყრელი გარემო მეცადინეობისთვის. ბავშვისთვის აუცილებელია ჰქონდეს საკუთარი კუთხე (ოთახი), სადაც იქნება ყველა პირობა მშვიდად მეცადინეობისა.
ბავშვს უნდა ჰყოფნიდეს დრო გაკვეთილების მოსამზადებლად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი დამატებით წრეებზე.
შემოიღეთ წესი: მეცადინეობის დროს გამორთული უნდა იყოს ტელევიზორი, მობილური და გაჯეტები.

აკონტროლეთ ბავშვის აქტივობა სოციალურ ქსელში.

დაეხმარეთ ბავშვს მეცადინეობის პროცესში, პერიოდულად დაასვენოს თვალები, კისერი. ასწავლეთ აქტიური შესვენებები. მაგ: დახუროს წიგნი რამდენიმე წუთით და გააკეთოს ვარჯიში სხვადასხვა ჯგუფის კუნთებზე. ასეთი შესვენება დაეხმარება განტვირთვაში. თუ თქვენს ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ამ პრობლემის შესახებ უთხარით პედაგოგს ან ფსიქოლოგს.

დღის რეჟიმი უნდა ითვალისწინებდეს საკმარის დროს ძილისათვის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სკოლის მოსწავლე უნდა დაწვეს დასაძინებლად განსაზღვრულ დროს - ულაპარაკოდ. არასაკმარის ძილთანაა დაკავშირებული დაბალი მოსწრების დონე საშუალო და უფროს კლასელებში. ასევე - გაცდენებისა და დაგვიანებების მაღალი მაჩვენებელი. ძილის საშუალო ხანგრძლივობა მოზარდების უმრავლესობისათვის 8,5-9,5 საათია.
ბეჭდვა
```