უნდა გაუშვათ თუ არა სკოლაში გაციებული ბავშვი?
უნდა გაუშვათ თუ არა სკოლაში გაციებული ბავშვი?
სახლში დავტოვოთ თუ გავუშვათ სკოლაში, რათა არ გააცდინოს გაკვეთილები?

როგორც კი გარეთ საგრძნობლად აცივდა, ბავშვების ავადობამ ბაღებსა და სკოლებში მკვეთრად მოიმატა.
შეიძლება თუ არა ბავშვის სკოლაში (ბაღში) გაშვება გრიპის პირველივე სიმპტომების გაჩენის შემდეგ?

სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის საერთო მდგომარეობას. თუ მას მსუბუქი ხველის ან სურდოს დროს არ ააქვს მადა, სუსტადაა და ცუდად გრძნობს თავს, რომც არ ჰქონდეს მომატებული ტემპერატურა, სჯობს ბავშვი დატოვოთ სახლში. ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ იქნება პროდუქტიული
ბავშვის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანა. თანაც, ვირუსი სხვა ბავშვებსაც გადაედებათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სხეულის ტემპერატურა. მაგალითად, საზღვარგარეთ თუ ბავშვს 37°С აქვს ტემპერატურა, მაგრამ ამასთან აქტიურია - თამამად შეიძლება მისი სკოლაში გაშვება. მაგრამ თუ თქვენ იცით, რომ ტემპერატურის კიდევ აწევას, შეიძლება დაერთოს კრუნჩხვა (და ამის ეპიზოდი ერთხელაც თუ იყო), ასეთ შემთხვევაში დატოვეთ სახლში თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ.
4116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
mshobeli-ს
0
და ჩააბაროს ის გამოცდა, რა პრობლემაა, პირიქით ზოგს გაიმეორებს და რაც გამორჩა, იმას შეისწავლის.
11:45 / 06-02-2019
mshobeli
2
და სკოლაში არების დაგროვებისას რა ვქნათ? იქნებ ეგაც გვასწავლოთ, აღარც სამედიცინო ცნობა ჭრის და გაცდენების 30% -ის შემთხვევაში ქრონიკულად ოროსანი ბავშვივით გამოცდები ენიშნება.
01:57 / 22-10-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```