უფასო კონსულტაცია; უფასო ელექტროკარდიოგრამა; ლიპიდების განსაზღვრა სისხლში; 40%-იანი ფასდაკლება გულის ულტრასონოგრაფიაზე; 40%-იანი ფასდაკლება დატვირთვის ტესტზე გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კარდიოლოგიური სკრინინგი 70%-იანი ფასდაკლებით ჩატარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.
„გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ხვალიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ თბილისის პოლიკლინიკებში და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კარდიოლოგიური სკრინინგი 112 ლარის ნაცვლად 35 ლარად ჩატარდება. აქცია გულისხმობს კარდიოლოგის უფასო კონსულტაციას; უფასო ელექტროკარდიოგრამას; ლიპიდების განსაზღვრას სისხლში; 40%-იანი ფასდაკლებას გულის ულტრასონოგრაფიაზე; 40%-იანი ფასდაკლებას დატვირთვის ტესტზე (ტრედმილი).
სამედიცინო აქციით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე: 255 05 05 ან *0505“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.