როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის გონებრივი განვითარება და რა უშლის ხელს ამაში?
ბოლო გამოკვლევებით, ბავშვების 80%-ზე მეტი ომეგა 3-ის უკმარისობას განიცდის, რაც მათ ჰარმონიულ განვითარებას აფერხებს - ეს არც ისე პატარა ციფრია და შეიძლება ითქვას, საგანგაშოც. მაინც რა არის ომეგა 3 და რისთვის არის ის აუცილებელი, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში? - ეს ყველა მშობელს აინტერესებს, იმიტომ, რომ ყველა მშობელს აღელვებს შვილის ჯანმრთელობა და სწორი განვითარება.
ომეგა 3, ან როგორც სხვანაირად უწოდებენ, ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმისთვის, გამორჩეულად კი -
მოზარდებისთვის. განვითარების საწყის ეტაპზე სწორედ ის არეგულირებს მთელი ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პროცესს და უზრუნველყოფს ბავშვის იმუნიტეტს. ერთი სიტყვით, ნამდვილი საბადოა მთელი ოჯახისთვის და ყველაზე მეტად კი ჩვენი შვილებისათვის.

თუ კონკრეტულად რისთვის არის საჭირო და აუცილებელი ეს ნივთიერება, იხილეთ ვიდეოში, რომლითაც იწყება სტატია 

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენს პატარებს არ მოვაკლოთ ეს უმნიშვნელოვანესი წყარო, ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, თანაც ისე, რომ არ დავტვირთოთ ათასგვარი პრეპარატებით და აბებით? თანამედროვე ცხოვრების წესი გვაძლევს მშობლებს საშუალებას, ეს დეფიციტი ომეგა 3-ის შემცველი პროდუქტებით შევავსოთ და ვეცადოთ, ბავშვების რაციონში გამუდმებით ჩავრთოთ. მაგალითად, თევზი, განსაკუთრებით - ორაგული. ასევე - რძის ნაწარმი, მით უმეტეს ისეთი, რომელიც გამდიდრებულია ომეგა 3-ით და ეს
მითითებულია შეფუთვაზეც.
mshoblebi
ასე რომ, თუნდაც კვირაში სამჯერ ომეგა3-ის შემცველი თევზით, ამავე ცხიმმჟავით და სხვა ვიტამინებით გამდიდრებული რძის პროდუქტებით თუ უზრუნველყოფთ პატარას, გარკვეულწილად შეავსებთ იმ მარაგს, რაც აუცილებელია მისი ზრდისა და განვითარებისთვის და თავსაც დაიმშვიდებთ, რომ თქვენს შვილებს ჯანსაღად და სწორად კვებავთ.

18442
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```