''ჩემმა მაგ ასაკში კონიაკი დალია, მამამისისი ჭიქას ისე დააწვდა, ვერაფერი ვერ მოვასწარით, თუმცა მშვენიერ ხასიათზე გაატარა მთელი საღამო და კარგად დაიძინა''
''ჩემი ბიჭი ოცლიტრიანში ჩაჯდა, იჭყუპალავა და არაფერი მოსვლია“
''კიტრის მჟვავე მიართვით
მოკლედ, ეს ამბავი სერიაზულ პრობლემად არავის მიუღია, თუმცა ბევრი დაგვეთანხმებით, რომ ბავშვისთვის ღვინის, ლუდის თუ არყის "გასინჯვის" ჩვევა ბევრ ოჯახშია. უფროსები თითქოს ერთობიან პატარის რეაქციით, თუმცა არც ასე მარტივად არის საქმე...
mshoblebi.ge ამ თემაზე ტოქსიკოლოგ სოსო კუტუბიძეს გაესაუბრა.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პატარამ უნებლიეთ ალკოჰოლური სასმელი დალია და რა სიმპტომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
- პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ბავშვი უნდა გვყავდეს მშვიდ და წყნარ მდგომარეობაში. სასურველია, თუ ბავშვი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა. რა თქმა უნდა, გააჩნია მიღებული ალკოჰოლის რეოდენობას. ასეთ მგომარეობაში ბავშვისთვის დამახასიათებელია გულისრევა.
- რა სახის ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, პატარას ორგანიზმში მოხვედრილმა ალკოჰოლმა?
- პატარას ორგანიზმი ვერ შლის ალკოჰოლს, ჯერ არ
- თუ მშობელმა მიმართა ექიმს, რა პროცედურები უტარდება პატარას ალკოჰოლის მიღების შემდეგ?
- თუ მშობელმა ამ პრობლემით მიმართა ექიმს, ხდება ზონდით ამორეცხვა და გადასხმები. უნდა მოხდეს ალკოჰოლის განეიტრალება.
მსგავს თემაზე:
- "8 წლის ბავშვი გათიშული მთვრალი მოიყვანეს, თურმე ბაბუამისი ვაჟკაცად ზრდის" - ბავშვთა რეანიმატოლოგი მშობელთა შეცდომებზე
- შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის
რუსკა კილასონია