''ჩემი ბიჭი ოცლიტრიანში ჩაჯდა, იჭყუპალავა და არაფერი მოსვლია“
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პატარამ უნებლიედ ალკოჰოლური სასმელი დალია? - ეს პრობლემა ერთმა მშობელმა სოციალურ ქსელში წამოჭრა. როგორც აღმოჩნდა, მისმა 1.9 თვის პატრამ არაყი დალია, თუმცა დედამ არ იცოდა, რა რაოდენობით. მანამ, სანამ მშობელი ექიმთან გაარკვევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, სოციალურ ქსელში პრაქტიკული გამოცდილება თუ რჩევები რამდენიმე მშობელმაც გაუზიარა:''ჩემმა მაგ ასაკში კონიაკი დალია, მამამისისი ჭიქას ისე დააწვდა, ვერაფერი ვერ მოვასწარით, თუმცა მშვენიერ ხასიათზე გაატარა მთელი საღამო და კარგად დაიძინა''
''ჩემი ბიჭი ოცლიტრიანში ჩაჯდა, იჭყუპალავა და არაფერი მოსვლია“
''კიტრის მჟვავე მიართვით პახმელიაზე“
მოკლედ, ეს ამბავი სერიაზულ პრობლემად არავის მიუღია, თუმცა ბევრი დაგვეთანხმებით, რომ ბავშვისთვის ღვინის, ლუდის თუ არყის "გასინჯვის" ჩვევა ბევრ ოჯახშია. უფროსები თითქოს ერთობიან პატარის რეაქციით, თუმცა არც ასე მარტივად არის საქმე...
mshoblebi.ge ამ თემაზე ტოქსიკოლოგ სოსო კუტუბიძეს გაესაუბრა.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პატარამ უნებლიეთ ალკოჰოლური სასმელი დალია და რა სიმპტომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
- პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ბავშვი უნდა გვყავდეს მშვიდ და წყნარ მდგომარეობაში. სასურველია, თუ ბავშვი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა. რა თქმა უნდა, გააჩნია მიღებული ალკოჰოლის რეოდენობას. ასეთ მგომარეობაში ბავშვისთვის დამახასიათებელია გულისრევა.
- რა სახის ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, პატარას ორგანიზმში მოხვედრილმა ალკოჰოლმა?
- პატარას ორგანიზმი ვერ შლის ალკოჰოლს, ჯერ არ არის განვითარებული, ბავშვი ვერ გამოყოფს ჰიდროგენეზს (ჰიდროგენეზი არის ფერმენტი, რომელიც მოლეკულური წყალბადის (H2) შექცევადი ხსნარის კატალიზაციას ახდენს) აქედან გამომდინარე, შეიძლება მას თავის ტვინიც კი დაუზიანოს. ასევე გამოიწვევს სიმთვრალეს, რომელიც ბავშვში შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს, ჰიდროგენეზის არარსებობის გამო და ამ შემთხვევაში აუცილებლად საყურადღებოა, რა დოზით მიიღო ბავშმა ალკოჰოლი.
- თუ მშობელმა მიმართა ექიმს, რა პროცედურები უტარდება პატარას ალკოჰოლის მიღების შემდეგ?
- თუ მშობელმა ამ პრობლემით მიმართა ექიმს, ხდება ზონდით ამორეცხვა და გადასხმები. უნდა მოხდეს ალკოჰოლის განეიტრალება.
მსგავს თემაზე:
შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის
რუსკა კილასონია