როცა ბავშვს უჭირს რაღაცის სწრაფად გააზრება, დამახსოვრება და გაანალიზება, შესაძლოა, ეს ძალიან საჭირო ნივთიერების დეფიციტზე მიანიშნებდეს რედაქციაში წერილი შემოვიდა, რომელსაც გთავაზობთ და შემდეგ სპეციალისტების პასუხსაც შემოგთავაზებთ:
”რაც სასწავლო წელი დაიწყო, ჩვენს ოჯახში დაიწყო უამრავი პრობლემა. მინდა მირჩიოთ, როგორ მოვიქცე და როგორ მოვაგვარო ეს პრობლემები.
ორი შვილი მყავს - ერთი წელს შევიდა სკოლაში, მეორე მე-5 კლასშია. პირველკლასელთან ერთბაშად დამატყდა უამრავი თავსატეხი - ძალიან უჭირს ამდენი სიახლის ათვისება, ნერვიულობს, გაღიზიანებულია, როგორც ჩანს, ეს დაძაბული ფონი იმუნიტეტზეც მოქმედებს და უკვე ორჯერ შეგვხვდა ვირუსი, რაც სწავლა დაიწყო.
მეორესთან შედარებით იოლად გვაქვს საქმე, მაგრამ მთლად იდეალური მდგომარეობა არც იმასთან არის - სწავლა ხანდახან იმასაც ეზარება, თან წრეებზე დადის და იღლება აშკარად, ასევე ძალიან მაწვალებს კვებაზე, გამუდმებით ითხოვს ტკბილეულს, ცომეულს, გასუქდა, ვერაფრით ვაჭმევ ჯანსაღ საკვებს, არც ხორცი უყვარს, არც თევზეული მოსწონს და რძესა და მაწონსაც მიპროტესტებს.
მითხარით, როგორ მოვიქცე?”
ანა, 40 წლის
მას მერე, რაც ბავშვებს სასკოლო პერიოდი ეწყებათ, მშობლებს მართლაც არც ისე ცოტა საფიქრალი უჩნდებათ და ამ ქალბატონის სატკივარი ბევრს აწუხებს. ბავშვის ვირუსები, ათვისების პრობლემები, სტრესი, გადაღლილობა - რით შეიძლება ვერბძოლოთ ამ ყველაფერს?
სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:
1. პირველ რიგში დაფიქრდით, თავად ხომ არ ხართ ბავშვის ზედმეტი გადაღლილობის და ნევროზების მიზეზი? მეტისმეტს ხომ არ ითხოვთ ბავშვისგან? სკოლის გარდა კიდევ ბევრ წრეზე დაგყავთ და პრაქტიკულად დასვენებას და "ბავშვობას" ვერ ასწრებს? მეტისმეტი დატვირთვა, ასევე ქრონიკული გამოუძინებლობა უკვალოდ არ ქრება. ეს ყველაფერი შეიძლება გამოიხატოს ზედმეტი ემოციურობით, დარღვეული ძილით, კომპლექსებით, ტიკებით. საკმარისია, უბრალოდ მეტისმეტად არ დატვირთოთ ბავშვი, გადამეტებული მნიშვნელობა არ მიანიჭოთ სასკოლო შეფასებებს. რასაკვირველია, აუცილებელია, ხშირად შეაქოთ პატარა წარმატებებისთვისაც, განსაკუთრებით იმ საგნებში, რომლებიც უფრო რთულად გამოსდის. მუდმივი კრიტიკა და შენიშვნები, ასევე ზედმეტი გადატვირთვა (მაგალითად, მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებების გარდა მშობელი ხშირად თავად უმატებს ბავშვს სამეცადინოდ, რამდენჯერმე აწერინებს ერთსა და იმავეს და ტანჯავს ბავშვს) - სულ შეაძულებს მას სწავლას.
2. სკოლაში საკმაოდ მარტივია ვირუსების აკიდება. მიზეზი შეიძლება იყოს იგივე გადაღლილობა, სტრესი, რაც იმუნიტეტს აქვეითებს. როგორ ავიცილოთ თავიდან გაციება და სხვა ვირუსები? პირველ რიგში, არ გამოგრჩეთ პირველი სიმპტომები: მცირე ხველა თუ სურდო უფრო სერიოზულ რამეში იზრდება, თუ დროულად არ ჩაერევით. ასევე აუცილებელია ამისთვის რაციონალური კვება, ჰაერზე ყოფნა (დღეში ერთხელ მაინც, თუნდაც ერთი საათი უნდა გამონახოთ დრო, რომ ბავშვი ჰაერზე იყოს), სწორი დღის რეჟიმი ცხოვრების წესად უნდა უქციოთ. აუცილებელია, სათანადოდ იღებდეს C ვიტამინს – ძირითადად, საკვების სახით და ომეგა3-ს, რომელიც იმუნიტეტს ამყარებს. ეს ნივთიერებაც თავისუფლად შეგიძლიათ მიაწოდოთ საკვები პროდუქტების - თევზეულის, თხილეულის, რძის ნაწარმის და ომეგა3-ის შემცველი სხვა პროდუქტების სახით.
3. რაც შეეხება დახსომების და სწავლის პრობლემებს. აქაც აუცილებელია პირველ რიგში მშვიდი გარემო, ნაკლები დაძაბულობა და ხელშეწყობა ვიტამინებით, კვებით. სპეციალისტების თქმით, დასწავლის პროცესში აუცილებელია იმავე ომეგა3-ის მუდმივი ჩართვა რაციონში. რასაკვირველია, არა პრეპარატების, არამედ პროდუქტების სახით. მაგალითად, უფრო ხშირად აჭამეთ ბავშვს თევზი და ასევე რძის ნაწარმი. უკვე არსებობს ისეთი რძის ნაწარმიც, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრებულია ომეგა3-ით და როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, ომეგა3-ით გამდიდრებული რძის ნაწარმის რეგულარული მიღების შემდეგ, თუნდაც 3-თვიანი შედეგები რომ შეფასდეს, ბავშვის გონებრივი განვითარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა 15-დან 30%-მდე იზრდება. ეს კი, დაგვეთანხმებით, სერიოზული შედეგია. განსაკუთრებით აუცილებელია ეს ნივთიერება ბავშვთა ასაკში, როცა ჯერ კიდევ ფორმირდება ინტელექტუალური განვითარება, ემოციური მდგომარეობა, უნარები და ცოდნის მიღების შესაძლებლობები.
4. რაც შეეხება კვებას, თუ გინდათ, რომ მშვიდად იყოთ ბავშვის ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით და თან მუდმივი ბრძოლა არ მოგიხდეთ მასთან, შეარჩიეთ არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ გემრიელი პროდუქტებიც, რომლებსაც ბავშვი სიამოვნებით მიირთმევს. მაგალითად, თუ თევზი და ხორცეული არ უყვარს, ომეგა3 და სხვა საჭირო ვიტამინები, შეუძლია მიიღოს თხილეულიდან, ასევე რძის ნაწარმიდან, რომელიც ბავშვებისთვის საგანგებოდ არის გაგემრიელებული და არა მხოლოდ ომეგა3-ით, ასევე სხვა სასარგებლო ვიტამინებით - მათ შორის კალცით გამდიდრებული. განსაკუთრებით მოსწონთ პატარებს იოგურტები, და თუ იოგურტებს და ხაჭოს შეურჩევთ სანდოს, გემრიელს და სასარგებლოს, როგორიცაა მაგალითად, სანტეს ლოკო-მოკოს პროდუქტები, ისიც სიამოვნებით მიირთმევს და თქვენც მშვიდად იქნებით.
ყველაზე მთავარი რჩევა კი მაინც ის არის, რომ მუდმივად გრძნობდეს პატარა თქვენს მხარდაჭერას, არ დაძაბოთ, არ ანერვიულოთ, ძალიან ბევრს ნუ მოითხოვთ მისგან, მოფერებით და თბილი სიტყვებით მეტს გააკეთებინებთ, ვიდრე კრიტიკით, მოთხოვნებით და გამუდმებული ჩხუბით.