რატომ აქვს ბავშვს ფეხები გამრუდებული ფეხების გამრუდება მშობლის თავის ტკივილია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა სიარულის დაწყებას არ ჩქარობს. განვიხილოთ ფეხების გამრუდების მიზეზები და ამ პრობლემის მოგვარებაც ვცადოთ.
ჩვილობაში ბავშვის ძვლები საბოლოოდ ჩამოყალიბებული ჯერ არაა და დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია. ხოლო თუ ფეხების გამრუდება ფიზიოლოგიური პრობლემა არაა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთაა კავშირში, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
რატომ აქვს ბავშვს ფეხები გამრუდებული
მუცელში ყოფნის დროს არასწორი მდგომარეობის გამო ბავშვები ფეხების ოდნავი გამრუდებით იბადებიან. ეს ნორმაა. დაბადების შემდეგ ფეხები ჩვეულ ფორმას უბრინდება. 3-4 წლისთვის გამრუდება თავისით სწორდება, თუ ძვლის განვითარებას არანაირი სხვა ფაქტორი არ ახლავს.
თუ ბავშვის ფეხები გამრუდებული რჩება ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
ბავშვის ნაადრევი გავლა; ბავშვის ზედმეტი წონა; მამოძრავებელი აპარატის სისუსტე;
რაქიტის ნიშნები, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში დაბადებულ ბავშვებში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ფეხების გამრუდება ესთეტიკური კი არა, ორთოპედიული პრობლემაა და მისი უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია.
ფეხების გამრუდებამ შეიძლება ჯანმრთელობაზეც იმოქმედოს - ბავშვს სწრაფად დაეღალოს ფეხები. გაუმრუდდეს ხერხემალი და ზედმეტი დატვირთვა დააწვეს მას.
თუ პატარას დე ვიტამინი აკლია, სისხლში იკლებს კალციუმის დონე. ამიტომ ბავშვს დამატებით უნდა შეუვსოთ ამ ვიტამინების ნაკლებობა.
ბავშვის ან მოზარდის მასაჟის 10 პროცედურა დიდი ფასდაკლებით
რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს D ვიტამინის ნაკლებობა?
დედის რძეში შემავალი D ვიტამინი შეიძლება არასაკმარისი იყოს ბავშვისთვის, რასაც ფეხების გამრუდება მოჰყვება.
თუ ბავშვს ხშირი დისბაქტერიოზი აწუხებს და პატარა ცუდად ითვისებს მინერალებსა და ვიტამინებს შეიძლება დე ვიტამინის ნაკლებობაც გახდეს პრობლემა.
როგორ შეიძლება გავასწოროთ გამრუდებული ფეხები:
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
გამრუდებული ფეხების პროფილაქტიკა და გასწორება
1. ნუ ააჩქარებთ პატარას, რომ ის სწრაფად დადგეს ფეხზე. განსაკუთრებით, თუ პუტკუნაა. ფეხის ძვლები და სახსრები ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა, ზედმეტმა წონამ კი შეიძლება ფეხების გამრუდება გამოიწვიოს. აცადეთ, რომ ბავშვი თავად დადგეს ფეხებზე. 2. აკონტროლეთ ბავშვს წონა და დაუბალანსეთ კვება. 3. ფეხების მცირე გამრუდებას სამკურნალო გიმნასტიკაც უშველის, რომელიც ორთოპედმა უნდა ჩაუტაროს. თუ თავადაც ისწავლით, თქვენც შეგიძლიათ გაუკეთოთ. 4. კარგ შედეგს იძლევა შემდეგი ვარჯიშებიც: ბავშვი სკამზე დასვით. ფეხებით დააჭერინეთ ბურთი და უთხარით მუხლები მაქსიმალურად მოუჭიროს მას. აგრეთვე, კარგ შედეგს იძლევა სიარულის დროს მუხლების მაღლა აწევს და მუცელზე წოლის დროს ფეხების მოხრით ტერფების დუნდულებამდე მიტანა. 5. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. თუ გამრუდებამ 4 წლის ასაკშიც არ გაუარა ბავშვს, თუ ერთი ფეხი მეორეზე გრძელია ან გამრუდება ნორმალურ სიარულში უშლის. სხვა შემთხვევაში ფეხების გამრუდებას შველის სწორი მასაჟი და ვარჯიშები.