ქალებში ზუსტად მესამედია სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების საქართველოში კიბოს შემთხვევები არ მატულობს, გაზრდილი ციფრები აღრიცხვის მოწესრიგებამ გამოიწვიაო - ეს სანუგეშო ინფორმაცია ბოლო დროს ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრისგან გაჟღერდა. დავით სერგენკოს თქმით, კიბო მამაკაცებსა და ქალებში თანაბარი სიხშირითაა გავრცელებული. ქალებში ზუსტად მესამედია სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების. შემდეგ მოდის ფარისებრი და საშვილოსნოს კიბო. მამაკაცებში კი პირველ ადგილზე სასუნთქი სისტემის და ფილტვის კიბოა. შემდეგ არის წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი და სხვა დანარჩენი. ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე მინისტრმა ტელეარხ "იმედის" დილის გადაცემაში ისაუბრა.
- მთელს მსოფლიოში შესწავლილი ტენდენციაა, რომ თუ მიდგომები ონკოლოგიის მიმართ არ შეიცვალა, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ 70 %-ით გაიზარდოს ეს დაავადება. რას ვგულისხმობთ სხვანაირ მიდგომაში?
არის მოქმედების სამი მთავარი ბერკეტი.
ერთია პრევენცია, ანუ თავიდან აცილება. რადგან ითვლება, რომ ონკოლოგიური შემთხვევების მესამედი არის თავიდან აცილებადი, თუკი საწყის ეტაპზე რამდენიმე პროექტი განხორციელდა. პირველი გამომწვევი მიზეზი ეს არის თამბაქო, ჭარბი წონა, არასწორი კვება, ულტრაიისფერი გამოსხივება, ჰაერის ხარისხი და ა.შ. პრევენცია არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება.
მეორე არის ადრეული აღმოჩენა, ადრეული დეტექცია. დაავადება ძალიან ხშირად მუხანათია და არ გვამცნობს ხოლმე წინასწარ, ადამიანი ვერ გრძნობს ამას. გებულობს მაშინ, რომაც დაავადება უკვე განვითარებულია. საქართველოში სამწუხაროდ 50% უკვე მესამე, მეოთხე სტადიაა განვითარებული, როცა პაციენტი მიდის ექიმთან და იგებს ამის შესახებ. სკრინინგ პროგრამები სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ძალიან მარტივი ტესტებით, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია, შესაძლებელია დაავადების დადგენა ადრეულ სტადიაზე. ასევეა ქალებშიც. იგივე სარძევე ჯირკვლების კიბოს დროს, თუ კი დეტექცია მოხდა პირველივე ეტაპზე, ეს განკურნებადია.
- ვიცით, რომ ეს მკურნალობა ძვირია. მკურნალობის შემთხვევაში რას აფინანსებს სახელმწიფო და როგორ უდგას პაციენტს გვერდში?
- არის რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა. პირველი საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რა თქმა უნდა ონკოლოგიასაც ეხება. მოიცავს, როგორც ქირურგიულ ჩარევას, ისე სხივებს და ქიმიო თერაპიას.
მეორე არის სპეციალური პროგრამები იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც შედარებით იშვიათი ფორმა აქვთ, მაგრამ მათი მკურნალობასაც ძალიან დიდი თანხასსაჭიროებს. მაგალითად ეს არის იგივე სარძევე ჯირკვლის კიბო, როდესაც ჩვენ ვეხმარებით ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტებით. ეს სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ბავშვთა ონკოჰემატოლოგიას. ერთ-ერთი დამანგრეველი ფაქტორი ონკოლოგიის მხრივ არის ჰეპატიტების გავრცელება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში სრულდება ღვიძლის კიბოთი. მეორე - პაპილომა ვირუსი.
ჰეპატიტი მკურნალობა, რომელსაც ახლა სახელმწიფო აფინანსებს, მნიშვნელოვნად შეამცირებს ღვიძლის კიბოს და უკვე შარშან აცრის კალენდარში შევიდა პაპილომას ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომლის ვაქცინასაც სახელმწიფო ყიდულობს და უზრუნველყოფს ამ ვაქცინაციას.
ძალიან მწვავედ დგას ჩვენთან ეკოლოგიის საკითხი. მაგალითად იყო საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა, ამასთან დაკავშირებით რა დება და რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო? ვართ თუ არა დაცულები და სად შევამოწმოთ ჩვენო ორგანიზმი?
- ტყვიის გაზრდილი შემცველობა, ტყვიით მოწამვლა სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. საბედნიეროდ ეს ონკოლოგიასთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა არანაკლებ დამაზიანებელი მოქმედება აქვს. განვითარებული ქვეყნები, რომლებმაც მოაგვარეს საწვავში, საღებავებში, სათამაშოებში ტყვიის შემცველობის პრობლემა 2016 წლამდე თვლიდნენ თავს მშვიდად, რომ ეს საკითხი მოაგვარეს. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არცერთი ქვეყანა ამისგან დაცული არ არის, რადგან ნიადაგში ეს ინახება და არსებობს ათწლეულების განმავლობაში. 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის ზარი შემოკრა ამაზე. ეხლა დასრულდება მალე საერთაშორისო რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ ამის კვლევას და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას. გვექნება ერთიანი მოქმედების გეგმა, ისევე როგორც ყველა ქვეყანას. თუ ვინმე დაინტერესდება, არსებობს ინტერაქტიული რუკები თვით ინტოქსიკაციის ქალაქების და უბნების მიხედვით. მაგალითისათვის, ვენა არის ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქი. დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში 2-3 გაზრდილი ტყვიის კონცენტრატის ნახვა შეიძლება. ეს ნებისმიერ ქალაქზე შეიძლება ვნახოთ. არცერთი ქვეყანა სამწუხაროდ ამისგან დაცული არ არის. სამწუხაროდ გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. თუმცა კონკრეტული მოქმედების გეგმა გვაქვს.
იხილეთ გაგ
- რა იწვევს სიმსივნეს. საქართველოში რა ითვლება ნომერ პირველ გამომწვევ მიზეზად?
{{ArticleSplitCont}}
- ნებისმიერ ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს თამბაქოს მოხმარებას. საქართველოში პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი. მე მეჯერა, რომ ეს კანონი გათვლილია ზუსტად და მომავალი წლიდან დაიწყებს მოქმედებას. ეს ზიანის შემცირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოსთვის ეს არის მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი წონა კომბინაციაში მარილის მიღებასთან და არაჯანსაღი კვება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა.ასევე ბოროტად გამოყენება და მოქმედებს ულტრაიისფერი გამოსხივება, დიდიხანი უკონტროლოდ ნამზეურის მიღება ბუნებრივად თუ ხელოვნურად და რა თქმა უნდა ატმოსფერული ჰაერი.
- ძირითადად რომელი დაავადება იწვევ სიმსივნეს?
- მსოფლოში ყოველი მეექვს გარდაცვალება არის კიბოთი გამოწვეული. თუმცა უფრო ფართედ თუ შევხედავთ მაღალი წნევა და მისით გამოწვეული გართულებები კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ყველა დანარჩენი მიზეზი, რითაც ადამიანი იღუპება. საქართველოში ამით კვდება თითქმის 70 %.
გულსისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილიანობას რაც შეეხება, ეს მთელს მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მათ შორის საქართველოშიც. კიდევ ერთი ხაზგასმა მინდა გავაკეთო, გლობალურ მიდგომაა, რომ აუცილებელია პრევენცია, ის რის აცილებაც შეიძლება ადრეული და სწორი მკურნალობით. ეს არის გასაღები ამ პრობლემის მოგვარების. მთავარია სტიგმის მოხსნა, ადამიანებს არ უნდა ქონდეთ ფატალიზმის განცდა, რომ ამ დაავადებას არაფერი არ ეშველება. ეს ასე არ არის. საბოლოო ჯამში მაინც მიდიან ექიმთან, უბრალოდ დაგვიანებულ სტადიაში. არის იმის შესაძლებლობა, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ ამ დაავადებას.