როდესაც ჩვილის მშობლებს ესმით დიაგნოზი "პლაგიოცეფალია", გამოუცდელი დედ-მამა პანიკაში ვარდება. როდესაც ჩვილის მშობლებს ესმით დიაგნოზი "პლაგიოცეფალია", გამოუცდელი დედ-მამა პანიკაში ვარდება. ტვინში უამრავი ცუდი აზრი და კითვა მოსდით, მაგრამ ჩვენ ერთ რამეს გეტყვით - ბრტყელი თავის სინდრომი ძალიან გავრცელებული პრობლემაა და სწრაფ განკურნებას და კორექციას ექვემდებარება.
ეს 4 რჩევა დაგეხმარებათ, აირიდოთ პრობლემა და შეუნარჩუნოთ ჩვილს ჯანმრთელობა და ლამაზი თავის ფორმა.
თავის მდებარეობის შეცვლა
როდესაც ჩვილს ზურგზე სძინავს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თავის მდებარეობას. დროდადრო გადააბრუნეთ ერთი მხრიდან მეორეზე. ეს დაგეხმარებათ ჩვილის თავის ქალის ცალმხრივი დეფორმაციის თავიდან არიდებაში.
საწოლში ალტენრატიული პოზიციები
ჩვეულებისამებრ, მშობლები ჩვილს ერთსა და იმავე მიმართულებით აწვენენ და ამით დიდ შეცდომას უშვებენ. შედეგად, ცნობისმოყვარე პატარა იწყებს ოთახის, სათამაშოების, მშობლების ერთი მიმართულებით თვალიერებას. შედეგად - კისრის გამრუდება და თავის ცალმხრივი დაბრტყელება. ამის თავიდან ასარიდებლად, დროდადრო შეუცვალეთ ბავშვს პოზიცია საწოლში.