როგორიცაა ცხელება, მყეფარე ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, ყურის ტკვილი, მწვავე რინიტი და სხვა გადაცემა „სტუმრად ექიმთან" სეზონის ყველაზე მწვავე და აქტუალურ სიმპტომებს დაეთმო, როგორიცაა ცხელება, მყეფარე ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, ყურის ტკვილი, მწვავე რინიტი და სხვა. რა სიმპტომებით ვლინდება ცრუ კრუპი პატარებში, რა პირველადი დახმარება უნდა გაეწიოს ამ დროს ბავშვს, რატომ არის ხშირად ხველის მკურნალობის სტანდარტული სქემა უშედეგო და შესაძლებელია თუ არა შემაწუხებელი ხველა ბრონქიალურ ასთმაში გადაიზარდოს – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან „სეუ-კლინიკის" პედიატრიული დეპარტამენტისა და "მზიურიმედის" პედიატრმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა.
- დავიწყოთ საუბარი ცრუ კრუპით, რა სიმპტომებით ვლინდება ის?
- ძალიან საყურადღებოა კრუპოზული მდგომარეობა. ამ დროს ხდება ხორხის ლორწოვანის შეშუპება და ჩასუნთქვის პროცესის გაძნელება. ეს კი იწვევს ბავშვის შეშინებას და გარკვეულ პანიკურ მდგომარეობას, რადგან უჭირს სუნთქვა. კრუპს ძირითადად ვირუსი იწვევს – ადენოვირუსი, პარაგრიპი…
კრუპი ლარინგოტრაქეიტის ერთ-ერთი ფორმაა, რაც შეიძლება ალერგენმაც გამოიწვიოს. ბავშვი სრულიად მოულოდნელად იღვიძებს ასეთი მდგომარეობით, ისმის მყეფარე ხველა, თუმცა, კრუპი ყვავის ჩხავილს ნიშნავს. ბავშვი ასეთ დროს გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს და პირველ რიგში მას მშობელი უნდა დაეხმაროს. უნდა დატენიანდეს ჰაერი, გააკეთეთ ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია, გამოაღეთ ფანჯრები. მთავარია ბავშვს არ ეშინოდეს და მშობელი უნდა ეცადოს შეუმსუბუქოს მას მდგომარეობა. აუცილებელია, მშობელმა გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. არის შემთხვევები, როდესაც ძალიან სწრაფად ხდება ლორწოვანის შეშუპება, ამიტომ პირველი დახმარება დექსამეტაზონია. უნდა გავტეხოთ ამპულა და ბავშვს პირის ღრუში ჩავასხათ, ასე უფრო სწრაფად ხდება პრეპარატის მოქმედება.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ცრუ კრუპის დროს სასურველია ფანჯარა იყოს ღია და ოთახში გრილოდეს. ხომ არ ვუწყობთ ამით ხელს ბავშვის გაციებას?
- ოთახში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს ზომიერი – 20-22 გრადუსი. ცენტრალური გათბობის პირობებში გამომშრალმა ჰაერმა შესაძლოა ხველის პროვოცირება მოახდინოს, რადგან ხდება ლორწოვანის გამოშრობა და შეშუპება. თუკი არის ვირუსული მდგომარეობა, ამას მშობლები აუცილებლად აღნიშნავენ, რადგან მას სხვა სიმპტომებიც აქვს. რაც შეეხება ალერგიას, აქ შეიძლება იყოს ხველა, ცემინება მაგრამ არა ტემპერატურა.
- რა ასაკში ფიქსირდება ცრუ კრუპი ყველაზე ხშირად?
ყველაზე ხშირად ცრუ კრუპი ვითარდება 6 თვიდან სამ წლამდე. სამი წლიდან მცირდება, თუმცა, ხუთი წლის ასაკამდეც შეიძლება დაფიქსირდეს.
განაგრძეთ კითხვა