"მკვლევარები ამბობენ, რომ 2025 წლისათვის დაბადებული ყოველი მე-2 ბავშვი" აქცია "მე აქ ვარ", - აუტიზმის სპექტრის მქონე პირებს უკეთესი მომავლისთვის, ქალაქის შენებაში ეხმარება... აქცია არც ისე დიდი ხანია დაიწყო და საკმაოდ ბევრი თანამოაზრე ჰყავს, ჩართულია უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. "მე აქ ვარ" - ამ წარწერით სტიკერები უკვე იყიდება დიდი სუპერმარკეტების ქსელებში, თუმცა აუტიზმის ეროვნული ცენტრის დასაფუძნებლად და ამ სპექტრის მქონე პირების მომავლის შესაცვლელად, ყოველი ჩვენგანის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თათია მელაშვილი, მშობელი:
- პროექტის მიზანი აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ეროვნული ცენტრის შექმნაა, რომელიც "აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდთან" ერთად, და მისი დახმარებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდების სიცოცხლის განმავლობაში მოვლისა და ზრუნვის სერვისების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
ასევე, აუცილებელია, მოზარდი და მოზრდილი ასა-ს მქონე ინდივიდებისათვის, პროფესიული და ფუნქციური უნარების განვითარების სერვისების შექმნა. ამ სპეტრის მქონე მოზარდი და მოზრდილი ინდივიდებისთვის დამოუკიდებლად ცხოვრების უნარების დასწავლა; ქცევის 24-საათიანი მონიტორინგი და მართვა.
ეს არის პირველი რეგიონული ცენტრი, აუტიზმთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციებისა და კვლევების მოსაწყობად. ახალი სახლის საშუალებით, მოხდება კვალიფიციური კადრების გადამზადება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, მემორანდუმის ფარგლებში.
ჩვენი პროექტის ამოცანაა, - მოზარდი და მოზრდილი აუტიზმის მქონე ადამიანებისათვის სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა; საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; აუტიზმის მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია საზოგადოებაში.
პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია, მისი განსაზღვრა; - აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვების სერვისების განვითარება და სახელმწიფოს მხრიდან, მისი ფინანსური მხარდაჭერა დღეს ძალიან აქტუალურია, რადგან, ასა-ს მქონე ინდივიდთა რიცხვი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება. უკანასკნელი ამერიკული კვლევებით, 2025 წლისათვის დაბადებული ყოველი მე-2 ბავშვი იქნება ასა-ს მქონე.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ასა-ს მქონე ინდივიდების დროული და სწორი პროფესიული ორიენტაცია, მათი წარმატებული რეაბილიტაციის პროცესში ეხმარება. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ბევრი ზრდასრული ასა-ს მქონე პირი, დამოუკიდებლად ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულია. ასა-ს მქონე პირთა დაახლოებით ნახევარს, ინტელექტუალური კოეფიციენტი საშუალოზე მაღალი აქვთ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მათი დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის მათი რეალური ინტლექტუალური რესურსის შესაბამისი, რასაც მათი სოციალური და კომუნიკაციის სირთულე განაპირობებს.
სწორედ ამიტომ, პოლონეთის მთავრობა, თითოეული ასა-ს მქონე ინდივიდს, ყოველწლიურად სხვა შშმ პირთან შედარებით, დაახლოებით, 9-ჯერ მეტი თანხით აფინანსებს.
სამწუხაროდ, საქართველოში, მოზარდებისა და მოზრდილებისთვის, სპეციფიური სერვისი დღემდე არ არსებობს. ჩვენი პროექტი, სწორედ ამ სერვისების განვითარიბასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების წინაპირობაა.
- რას ელით ამ პროექტისგან?
- პროექტიდან შემოსული თანხა აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ეროვნული ცენტრის მშენებლობას სრულად მოხმარდება. ასევე, საზოგადოებაში აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და მათი სოციუმში ინტეგრირების ხარისხი გაუმჯობესდება.
ეს იქნება მზარდი და განვითარებადი ორგანიზმი, რომელიც ეტაპობრივად დაიხვეწება ამ სფეროში არსებული სანდო კვლევების მოთხოვნების შესაბამისად და მუშაობის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებთ.
ლალი პაპასკირი