კომაროვსკის ხშირად ესმის დედებისგან ჩივილები, რომ ამოსახველებელი საშუალებები კიდევ უფრო ართულებს ხველას კომაროვსკი ამოსახველებელი საშუალებების ბავშვებისთვის მიცემის წინააღმდეგია! ის 4 მიზეზს ასახელებს
ბავშვის ჯანმრთელობა მშობლებისთვის უმთავრესია, მაგრამ ხდება ისეც, რომ როდესაც პატარა გაციებულია, დახმარების მცდელობისას პირიქით, ვნებენ მის ჯანმრთელობას. ამაში დარწმუნებულია ცნობილი უკრაინელი ექიმი-პედიატრი კომაროვსკი.
კომაროვსკის ხშირად ესმის დედებისგან ჩივილები, რომ ამოსახველებელი საშუალებები კიდევ უფრო ართულებს ხველას. ისინი ამ საშუალებებს აფთიაქის გამყიდველის რჩევით იძენენ და არა კვალიფიციური ექიმისა.
კომაროვსკის თქმით, არ შეიძლება ბავშვმა მიიღოს ამოსახველებელი საშუალებები და აი, რატომ:
ამოსახველებელი საშუალებები სისველის რაოდენობას ზრდის და როდესაც სისველე იზრდება, შესაბამისად, ხველაც ძლიერდება.
აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი ამოსახველებელი საშუალებების გამოყენებისას:
1. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ეს წამლები. მათ გვერდითი მოვლენები აქვთ და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ეს ეხება შემდეგ საშუალებებს:
აცეტილცისტეინი, კარბოცისტეინი, ამბროქსოლი, ბრომგექსინი, სორბეროლი, ნელტენექსინი, ერდოსტეინი, ტელმესტეინი.
ამის ნაცვლად დაალევინეთ ბავშვს დიდი ოდენობით სითხე, გამოურეცხეთ ცხვირი