"ბავშვები ხშირად ხდებოდნენ ავად, უმცროსს ფრჩხილებიც ექერცლებოდა" - როგორ დავადგინოთ ტყვიის შემცხველობა სისხლში და როგორ ვიმკურნალოთ
"ბავშვები ხშირად ხდებოდნენ ავად, უმცროსს ფრჩხილებიც ექერცლებოდა" - როგორ დავადგინოთ ტყვიის შემცხველობა სისხლში და როგორ ვიმკურნალოთ
1 / 3
Next
ტყვიის გარშემო აჟიოტაჟი დღეს ნამდვილად არ დაწყებულა, თუმცა თანდათან მეტი მშობელი ინტერესდება ამ საკითხით და შესაბამის ანალიზებსაც იტარებენ.

"ძალიან ფრთხილი დედა ვარ და ვცდილობ არაფერი გამომრჩეს. ჩემი მომეტებული ყურადღება იყო ის ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც გადავწყვიტე შვილებისთვის ტყვიის ანალიზი გამეკეთებინა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეული სიმპტომები მაფიქრებდა- ბავშვები ხშირად ხდებოდნენ ავად, უმცროს ფრჩხილები ექერცლებოდა, ადვილად ღიზიანდებოდნენ ყველაფერზე. ანალიზის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს და სამივე ბავშვს ტყვიის მაღალი დოზა აღმოგვაჩნდა
ორგანიზმში. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა უმცროს შვილს. პედიატრმა გვითხრა, რომ თუ დაბინძურებულ გარემოს მოვაცილებთ ბავშვს, თანდათან, თვეების და წლების განმავლობაში ტოქსინის შემცველობა სისხლში შემცირდება. ჩემმა მეგობარმაც აუღო იგივე ანალიზი ბავშვებს. ეს ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. სხვათა შორის, ყველაფერი ნორმაში იყო. ჩვენ ვერაზე ვცხოვრობთ. არ გამოვრიცხავთ, რომ საზღვარგარეთ გავიაროთ მკურნალობის კურსი".

ქეთი, 29 წლის


mshoblebi
დაგვეთანხმებით, რომ მსგავსი პროლემის წინაშე არაერთი მშობელი დგას და უმრავა მათგანს სურს გარკვევა, რა ჯანმრთლობის პრობლემებს იწვევს ტყვიის ორგანიზმში მოხვედრა და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ mshoblebi.ge ტოქსიკოლოგ ინგა ღვინერიას დაუკავშირდა.

- ტყვია მძიმე მეტალია, რომლის ორგანიზმშიც მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სიტემის სხვადასახვა დაავადებები, რეპროდოქტოლოგიური პრობლემები, ანემია. სისხლში ტყვიის დონის
მატებას იწვევს გარემო პირობები, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, ასევე განსაკუთრებით მძიმე მეტალებით გაჯერებული სამშენებლო მასალა, მავნე გამონაბოლქვი, ფერადი საღებავები. ბავშვებში იწვევს ჰიპერატქიურობას, გონებრივ ჩამორჩენილობას, ზრდა-განვითარების შეფერხებას. სამწუხაროდ უსაფრთხო სათამაშოების შესახებ კანონი ჯერ არ გვაქვს ქვეყანაში.
ტყვიის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ახასიათებს ორსულებს. ორსულობის განმავლობაში დედის სისხლში ტყვიის შემცველობა პირდაპირ გადაეცემა ნაყოფს.
-რომ გავარკვიოთ, ტყვიის შემცველობა რამდენია ჩვენს ორგანიზმში, სად უნდა გავიკეთოთ ანალიზი?
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 3
Next
11706
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```