რატომ არის, რომ ზოგი მეტად ავადმყოფობს, ზოგი - უფრო იშვიათად? როგორ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი იმას, რომ არ იავადმყოფოს და რატომ არის, რომ მათ ფონზე სხვები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ?
რა ბედნიერები არიან ისინი, ვისთვისაც უცხოა სიტყვა - "სურდო!” როგორ ახერხებენ ამას?ასე უმართლებთ დაბადებიდან თუ რაიმე განსაკუთრებულ კლიმატურ გარემოში ცხოვრობენ?
სინამდვილეში - არა, ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ. უბრალოდ მათ აქვთ განსაზღვრული უნარ-ჩვევები, რიც გამოც აქვთ მაღალი იმუნიტეტი.
რეგულარული სრულფასოვანი ძილი
ბავშვობიდან გვესმის ეს რეკომენდაცია. გამუდმებით გვიმეორებდნენ მშობლები, ექიმები, მასწავლებლები... ჩვენ კი იგნორირებას ვუკეთებდით. დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ მათ, ვისაც არანაკლებ 8 საათი სძინავს, გაციების 3-ჯერ ნაკლები რისკი აქვს. ახსნა ასეთია: ღამე სხეული აღიდგენს სტრესის ჰორმონის დონეს, რის გამოც ვხდებით მგრძნობიარეები ინფექციების მიმართ.
დაეხმარეთ ერთმანეთს
ხშირად შეხვდით ახლობელ ადამიანებს, მეგობრებს, ნათესავებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოვრების ამ ეტაპზე რთული პერიოდი გაქვთ, ოჯახში თუ სამსახურში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სტრესი, იშვიათად ავადმყოფობენ და მაღალი იმუნიტეტი აქვთ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით ჰყავთ გულშემატკივრები.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ვიტამინები რაციონში
მილიონჯერ მოგვისმენია და წაგვიკითხავს ვიტამინების სარგებლობაზე, მაგრამ მაინც გავქცეულვართ კარტოფილი ფრის საჭმელად. არადა საკმარისია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც სავსეა ანტიოქსიდანტებით. სტაფილო შეიცავს ბეტა კაროტინს, ციტრუსი და ბულგარული წიწაკა - С ვიტამინს, სიმინდი და ნუში - Е ვიტამინს, შავი ყურძენი და წითელი ღვინო - რასვერატროლს. ყველა ეს ნივთიერება აღადგენს უჯრედს, რომლებიც დაზიანდნენ მიკრობებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში.
თქვით "ომ-მ-მ"
იცით თუ არა, რომ სუნთქვითი ვარჯიშებისა და იოგას მეცადინეობიდან 2 საათში, ორგანიზმის დამცველობითი ძალები სტიმულირებას იწყებენ.
დაეხმარეთ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას
ნაწლავებში 1 კგ. ბაქტერია ბინადრობს, რომლებიც ერთდროულად ეხმარება ადამიანს საკვების გადამუშავებასა და ინფექციებთან ბრძოლაში. თუ წელიწადის ცივ დროს მოიხმართ პრობიოტიკებით მდიდარ პროდუქტებს - გაიძლიერებთ იმუნიტეტს. პრობიოტიკები მიკროორგანიზმებია, რომელიც ჰგავს ან მიმსგავსებულია ადამიანის ნაწლავურ ფლორასთან. რაც უფრო მეტი იქნება მათი რაოდენობა, მით მხიარულად იცხოვრებთ. პრობიოტიკებით მდიდარია რძის პროდუქტები (მაწონი), ასევე მჟავე კომბოსტო და სხვა ტრადიციული მჟავეულობა.
ყოველი ჭამის წინ დაიბანეთ ხელები
დიახ, დიახ, ისევ ცნობილი რეკომენდაციები, რაც ნამდვილად გასათვალისწინებელი და შესასრულებელია. დაიბანეთ ხელები ჭამის წინ და ჭამის შემდეგ. ასევე საპირფარეშოდან გამოსვლისას, დახველებისა და დაცემინების შემდეგ და დასნებოვნების რისკი 15-20%-ით შემცირდება. დაუმეგობრდით - უბრალო საპონს და წყალს. არ არის აუცილებელი ანტიბაქტერიული საპნის ხმარება. თუ ისეთ ადგილას ხართ, სადაც წყალი არ არის, მუდამ თან იქონიეთ ჰიგიენური - სპირტიანი ხელსახოცები (სპირტის შემცველობა 60%).