ნუ დაგვავიწყდება, რომ შვილს ექიმზე უკეთ მშობელი იცნობს და მისი შემჩნეული ცვლილებები ძალიან მნმიშვნელოვანი ინფორმაციაა ექიმისთვის. ჩვენ გვგონია, რომ ექიმთან ერთი ვიზიტით ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე ყველა არასასურველ პროცესს პედიატრი შენიშნავს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ შვილს ექიმზე უკეთ მშობელი იცნობს და ადრეულ ეტაპზე მის მიერ შემჩნეული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ექიმისთვის.
ერთად გავარკვიოთ რა შეიძლება არ იცოდეს პედიატრა, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ სპეციალისტს მიმართოს.
მხედველობის პრობლემა
ამერიკელი ორთოპედების კვლევით დადგინდა, რომ სკოლამდელი ასაკის ყოველ მეხუთე ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს. ხოლო ყოველი მეოთხე სათვალეს ატარებს. ნუ დაელოდებით, როდის მოგიწევთ ჯანმრთელობის ცნობის აღება ან როდის მოგთხოვთ ექიმი ოკულისტის კონსულტაციას, ან წელიწადში ერთხელ თქვენი ინიციატივით გაასინჯეთ ბავშვი ოკულისტს.
როგორ უნდა შეამოწმოთ ბავშვის მხედველობა სახლის პირობებში და როდის არის ექიმის ჩარევა საჭირო
ოფლიანობა
რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ოფლის გამოყოფა ნორმალურია, მაგრამ განსაკუთრებულ ოფლიანობას მხოლოდ მშობელი თუ შენიშნავს. აუცილებლად ჩააყენეთ პედიატრი საქმის კურსში.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერხდზე
{{ArticleSplitCont}}
ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები
თქვენი შვილი ჭირვეულია? იქნებ, დაუმორჩილებელი? ამ შემთხვევაშიც ნუ დაელოდებით მასწავლებლის ან ექიმის შენიშვნას, დროულად გაესაუბრეთ ფსიქოლოგს.
რა არ უნდა გამოეპაროს 3 წლამზე ასაკის მშობელს - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
გასუქება
ბავშვის წონა მსოფლიოში ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ყოველთვის მკაცრად აკონტროლეთ, იქონიეთ წონის ნორმების ცხრილი, ნორმიდან გადაცდომის შემთხვევაში გაასინჯეთ ბავშვი დიეტოლოგს. დაეხმარეთ, რომ ბავშვობიდან გამოუმუშავდეს სწორი, მისთვის სასურველი დიეტა.
აუტიზმის ნაადრევი გამოვლინება
ბოლოდროინდელმა კვლევამ გამოავლინა, რომ მედიკოსებს ბევრი აუტისტი ბავშვის დიაგნოზი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომში ეშლებოდათ. ბავშვები, რომლებსაც მსგავსი სინდრომი დაუდგინეს, 6 წლამდე აუტისტის დიაგნოზს ვერ იღებდნენ. რაც უფრო სწრაფად მოხდება აუტიზმის დადგენა, მით სწრაფად მოხდება მისი მკურნალობა. ამიტომ ყოველთვის დააკვორდით ბავშვის ქცევაში მომხდარ ცვლილებებს.
რა არის აუტიზმი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი
თუ ბავშვი მოუსვენარია, ეს არ ნიშნავს, რომ მას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს. ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები და დაწყებითი კლასის მოსწავლეები უფრო ხშირად იღებენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს, ვიდრე უფროსები.
ყურადღება: ექიმს შეიძლება რაღაც გამორჩეს, ამიტომ მშობელი უნდა იყოს მაქსიმალურად დაკვირვებული!