ხველა ბავშვებში: როგორ ვუმკურნალოთ სველ და მშრალ ხველას?
ხველა ბავშვებში: როგორ ვუმკურნალოთ სველ და მშრალ ხველას?
1 / 2
Next
გვიანი შემოდგომა - დრო, როდესაც ძლიერდება ყველანაირი ხველა ბავშვებში. რა შეიძლება იმალებოდეს ჩვეულებრივ ხველაში და როგორ ვებრძოლოთ მას?

სასუნთქი გზები პირობითად იყოფა 2 ჯგუფად - ზედა (ცხვირის ღრუ, ცხვირხახა და პირხახა) და ქვედა (საყლაპავი, ტრაქეა და ბრონქები). იმის მიხედვით, თუ რომელი სისტემაა დაზიანებული, გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის ხველას და თითოეულისთვის ექიმი ირჩევს შესაბამის მკურნალობას.

მოვახდინოთ იდენტიფიკაცია!
1. მშრალი ხველა
მშრალი ხველა დამახასიათებელია ტრაქეიტების და ნაზოფარინგიტებისათვის. ხშირად ვითარდება ძილის წინ, ღამე ან
გაღვიძებისთანავე. როგორც წესი, ასეთი ხველა მომაბეზრებელია და დიდ ხანს აღენიშნება ნახველი. ბავშვი სუნთქავს პირით, ამის გამო სასუნთქი გზების ლორწოვანი შრება, ლორწო ჩაედინება ცხვირ-ხახაში, იქ გროვდება და წარმოიშვება ხველა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატები, რომლებიც სტიმულირებას ახდენს ლორწოს წარმოქმნას (ეთერზეთები, ორთქლის ინჰალაციები) და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები.

2. სველი (პროდუქტიული) ხველა
ასეთი ხველებისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი ნახველი. მისი შეწყვეტისთანავე ხველა შეწყდება. ასეთი ხველა არის ბრონქიტების ან პნევმონიების დროს და მოახლოებული გამოჯანმრთელების მანიშნებელია. ექიმი ბავშვს უნიშნავს ამოსახველებ საშუალებებს, ზოგჯერ ანტიბაქტერიულ პრეპარატებსაც.

3. მყეფარე ხველა
დაკავშირებულია ხმის იოგების დაზიანებასთან, მაგალითად მწვავე ლარინგიტის დროს. ეს ვირუსული დაავადებაა,რომლის დროსაც ვითარდება ხორხის სანათურის შევიწროვება, რის შედეგადაც გართულებულია სუნთქვა. ასეთ მდგომარეობას კრუპი ეწოდება.
გვხვდება ბავშვებში 3 თვის ასაკიდან 4-5 წლამდე. როგორც წესი, ბავშვი იძინებს აბსოლუტურად ჯანმრთელი ან უმნიშვნელო სურდოთი, მაგრამ ღამე უეცრად ეღვიძება, აღენიშნება მყეფარე ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხმის შეცვლილა და ხმაურიანი სუნთქვა . (ეს სიმპტომები დამახასიათებელია 1 ხარისხის კრუპისთვის). მე-2 ხარისხის დროს ვითარდება ტაქიკარდია და ბავშვი ლურჯდება.
ყურადღება!
კრუპის პირველივე სიმპტომებზე გამოიძახეთ სასწრაფო! ექიმის მოსვლამდე კი გამოაღეთ ფანჯრები და ასუნთქეთ ბავშვს სუფთა ჰაერი.

იხილეთ მეტი კრუპზე

4. ყივანახველა

ამ ტიპის ინფექციური დაავადებისთვის დამახასიათებელია კრუნჩხვითი ხასიათის შეტევითი ხველა. შეტევა იწყება 2-3 ღრმა ჩახველებით, რასაც მოსდევს ბიძგების მოკლე სერია, რომელიც მთავრდება ღრმა სტვენითი ჩასუნთქვით ( საყლაპავის შევიწროვების გამო). ყივანახველა შეიძლება გართულდეს ფილტვების ანთებით, ცხვირიდან სისხლდენით და სუნთქვის გაჩერებითაც კი. ამ დაავადების ყველაზე ეფექტური მკურნალობა-ვაქცინაციაა.

ყველაზე მოთხოვნადი BREMED-ის ინჰალატორი hotsale.ge-ზე დაბრუნდა! იტალიური ინჰალატორი ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის diamti-სგან!

ყურადღება!
- არ შეიძლება ერთდროულად მუკოლიტური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სასუნთქ სისტემაში ლორწოს დაგროვებასთან( ფილტვების დახშობა).
- თუ ბავშვი ალერგიულია მცენარეული პრეპარატების მიმართ, ასეთ შემთხვევაში სიფრთხილე გვმართებს..
- თუ ბავშვს ხველების გარდა მაღალი ტემპარატურაც აქვს, არ შეიძლება გამათბობელი კომპრესების დადება(გულმკერდის არეზე), დაზელვები და მასაჟი.
- მშრალი ხველის დროს არ გამოიყენოთ ამოსახველები საშუალებები- ნახველი არ არის და შესაბამისად, ორგანიზმიდან გამოსადევნიც არაფერია.
- მთავარია არ დაიწყოთ თვითმკურნალობა. მიმართეთ სპეციალისტს.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
35615
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```