ხველა ბავშვებში: როგორ ვუმკურნალოთ სველ და მშრალ ხველას?
ხველა ბავშვებში: როგორ ვუმკურნალოთ სველ და მშრალ ხველას?
გვიანი შემოდგომა - დრო, როდესაც ძლიერდება ყველანაირი ხველა ბავშვებში. რა შეიძლება იმალებოდეს ჩვეულებრივ ხველაში და როგორ ვებრძოლოთ მას?

სასუნთქი გზები პირობითად იყოფა 2 ჯგუფად - ზედა (ცხვირის ღრუ, ცხვირხახა და პირხახა) და ქვედა (საყლაპავი, ტრაქეა და ბრონქები). იმის მიხედვით, თუ რომელი სისტემაა დაზიანებული, გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის ხველას და თითოეულისთვის ექიმი ირჩევს შესაბამის მკურნალობას.

მოვახდინოთ იდენტიფიკაცია!
1. მშრალი ხველა
მშრალი ხველა დამახასიათებელია ტრაქეიტების და ნაზოფარინგიტებისათვის. ხშირად ვითარდება ძილის წინ, ღამე ან
გაღვიძებისთანავე. როგორც წესი, ასეთი ხველა მომაბეზრებელია და დიდ ხანს აღენიშნება ნახველი. ბავშვი სუნთქავს პირით, ამის გამო სასუნთქი გზების ლორწოვანი შრება, ლორწო ჩაედინება ცხვირ-ხახაში, იქ გროვდება და წარმოიშვება ხველა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატები, რომლებიც სტიმულირებას ახდენს ლორწოს წარმოქმნას (ეთერზეთები, ორთქლის ინჰალაციები) და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები.

2. სველი (პროდუქტიული) ხველა
ასეთი ხველებისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი ნახველი. მისი შეწყვეტისთანავე ხველა შეწყდება. ასეთი ხველა არის ბრონქიტების ან პნევმონიების დროს და მოახლოებული გამოჯანმრთელების მანიშნებელია. ექიმი ბავშვს უნიშნავს ამოსახველებ საშუალებებს, ზოგჯერ ანტიბაქტერიულ პრეპარატებსაც.

3. მყეფარე ხველა
დაკავშირებულია ხმის იოგების დაზიანებასთან, მაგალითად მწვავე ლარინგიტის დროს. ეს ვირუსული დაავადებაა,რომლის დროსაც ვითარდება ხორხის სანათურის შევიწროვება, რის შედეგადაც გართულებულია სუნთქვა. ასეთ მდგომარეობას კრუპი ეწოდება.
გვხვდება ბავშვებში 3 თვის ასაკიდან 4-5 წლამდე. როგორც წესი, ბავშვი იძინებს აბსოლუტურად ჯანმრთელი ან უმნიშვნელო სურდოთი, მაგრამ ღამე უეცრად ეღვიძება, აღენიშნება მყეფარე ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხმის შეცვლილა და ხმაურიანი სუნთქვა . (ეს სიმპტომები დამახასიათებელია 1 ხარისხის კრუპისთვის). მე-2 ხარისხის დროს ვითარდება ტაქიკარდია და ბავშვი ლურჯდება.
ყურადღება!
კრუპის პირველივე სიმპტომებზე გამოიძახეთ სასწრაფო! ექიმის მოსვლამდე კი გამოაღეთ ფანჯრები და ასუნთქეთ ბავშვს სუფთა ჰაერი.

იხილეთ მეტი კრუპზე

4. ყივანახველა

ამ ტიპის ინფექციური დაავადებისთვის დამახასიათებელია კრუნჩხვითი ხასიათის შეტევითი ხველა. შეტევა იწყება 2-3 ღრმა ჩახველებით, რასაც მოსდევს ბიძგების მოკლე სერია, რომელიც მთავრდება ღრმა სტვენითი ჩასუნთქვით ( საყლაპავის შევიწროვების გამო). ყივანახველა შეიძლება გართულდეს ფილტვების ანთებით, ცხვირიდან სისხლდენით და სუნთქვის გაჩერებითაც კი. ამ დაავადების ყველაზე ეფექტური მკურნალობა-ვაქცინაციაა.

ყველაზე მოთხოვნადი BREMED-ის ინჰალატორი hotsale.ge-ზე დაბრუნდა! იტალიური ინჰალატორი ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის diamti-სგან!

ყურადღება!
- არ შეიძლება ერთდროულად მუკოლიტური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სასუნთქ სისტემაში ლორწოს დაგროვებასთან( ფილტვების დახშობა).
- თუ ბავშვი ალერგიულია მცენარეული პრეპარატების მიმართ, ასეთ შემთხვევაში სიფრთხილე გვმართებს..
- თუ ბავშვს ხველების გარდა მაღალი ტემპარატურაც აქვს, არ შეიძლება გამათბობელი კომპრესების დადება(გულმკერდის არეზე), დაზელვები და მასაჟი.
- მშრალი ხველის დროს არ გამოიყენოთ ამოსახველები საშუალებები- ნახველი არ არის და შესაბამისად, ორგანიზმიდან გამოსადევნიც არაფერია.
- მთავარია არ დაიწყოთ თვითმკურნალობა. მიმართეთ სპეციალისტს.

5. ყივანახველის მაგვარი ხველა
ეს ისეთივე ხანგრძლივი და მომაბეზრებელი ხველაა, როგორიც ნამდვილი ყივანახველის დროს, მაგრამ ღრმა სტვენითი ჩასუნთქვის გარეშე. დამახასიათებელია მუკოვისციდოზის დროს. გარდა ამისა, ყივანახველის მაგვარი ხველა წარმოიშვება ტრაქეიტის და ბრონქებში უცხო სხეულის მოხვედრის შემთხვევაშიც.
mshoblebi
6. "სტაკატო"
ხველების ეს ტიპი წარმოიქმნება ახალშობილებში რესპირატორული ქლამიდიოზის დროს. ის მშრალია, შეტევითი.თუ დაენიშნება სწორი ანტიბაქტერიული თერაპია, ხველა მალევე ალაგდება.

7. სპასტიკური ხველა
ეს არის ნაკლებ პროდუქტიული, შემაწუხებელი და მსტვენავი ხველა, რომელიც ვითარდება ბრონქების ობსტრუქციის ფონზე. ბავშვებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალერგიისაკენ, მიდრეკილება აქვთ ობსტრუქციული ბრონქიტებისადმი. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია, ქოშინი, ღრმა ამოსუნთქვები, მსტვენავი სუნთქვა, რომელიც გარკვეულ მანძილზეც ისმის. ამჟამად ფართოდ გამოიყენება ნებულაიზერები, რომელიც კარგი საშუალებაა, რათა პრეპარატის ნაწილაკები ადვილად მოხვდეს სასუნთქ სისტემაში. სამკურნალო ეფექტი გაცილებით მალე დგება, ვიდრე ამა თუ იმ პრეპარატის ტაბლეტირებული სახით მიღება.
ყურადღება!
ობსტრუქციული ხველის ხშირი ეპიზოდები არის მიზეზი ალერგოლოგთან კონსულტაციისა, რათა გამოირიცხოს ბრონქიალური ასთმა.

8. ხველა საკვების მიღების დროს
ძირითადად ვითარდება დისფაგიის (საყლაპავის ტრავმის შემთხვევაში გაძნელებული ყლაპვის) ან რეფლუქსის (ამოქაფების) დროს. გვხვდება ყველა ჯანმრთელ ახალშობილში და უკვალოდ ქრება 8-10 თვის ასაკში მკურნალობის გარეშე. თუმცა ზოგჯერ რეფლუქსი უფრო მოზრდილ ბავშვებშიც გვხვდება. ეს კი შეიძლება შეფასდეს როგორც სასუნთქი სისტემის დაავადება.

9. ხველა ფიზიკური დატვირთვის დროს.
აღენიშნებათ თანდაყოლილი გულის მანკის პათოლოგიის ბავშვებს, ასევე მათ, ვისაც აქვთ ბრონქიალური ასთმის დიაგნოზი.

10. ფსიქოგენური ხველა.
ასეთი სახის ხველა ძირითადად აღინიშნება სხვადასხვა სტრესული სიტუაციების დროს- ოჯახში, საბავშვო ბაღში, სკოლაში. გამოვლინდება დღის განმავლობაში. ღამე ბავშვს სძინავს მშვიდად.

როგორ იკურნება?
მწვავე რესპირატორული დაავადების საწყის ეტაპზე აქცენტი უნდა გაკეთდეს ბაქტერიოციდულ საშუალებებზე, რათა შეჩერდეს ბაქტერიების გამრავლების პროცესი. სახლის პირობებში შეიძლება გამოიყენოთ ხალხური რეცეპტები: ლიმონი, ხახვი, ჯანჯაფილი, წითელი კენკრა, თაფლი, გვირილი, ცაცხვი. ჩაუტაროთ ცივი ინჰალაციები ევკალიპტით, მინერალური წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.

დაავადების მეორე ეტაპზე იწყება ნახველის გამოყოფა- ასეთი გზით ორგანიზმი ათავისუფლებს სასუნთქ გზებს მიკრობებისგან. ამისათთვის გამოიყენება ნახველის გამათხელებელი საშუალებები( მუკოლიტური და ამოსახველები საშუალებები).

უკვე არსებობს უნივერსალური საშუალებები, რომლებიც ერთდროულად მოქმედებს როგორც მშრალ, ასევე სველ ხველაზე. ამ ხაზის პრეპარატები ძირითადად მცენარეულია და არ ახასიათებთ გვერდითი მოქმედებები. სახლის პირობებში ასევე რეკომენდებულია ყელის გამოვლება ზღვის წყლით, ევკალიპტის, კალენდულას,გვირილისა და თაფლის ნარევით. არ შეიძლება ყელის გამოვლება სოდიანი ხსნარით, რადგან სოდა აშრობს ყელის ლორწოვანს. ექიმის დანიშნულებით გამოიყენება თანამედროვე ნებულაიზერები ინჰალაციისთვის. არ არის რეკომენდებული ცხელი ორთქლით ინჰალაცია, რადგან შეიძლება განვითარდეს ბრონქების შეშუპება.

როგორი ხველაც არ უნდა აღენიშნებოდეს ბავშვს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. საჭიროა ექიმმა შეაფასოს მდგომაროება და ამის მიხედვით დაგინიშნოთ მკურნალობა.
55692
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მარი
0
ეს ყველაფერი გამოვიარეთ
21:12 / 07-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?