27 ინფიცირებული ბავშვი გარდაიცვალა 2017 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში, 0-15 წლამდე ასაკის 105 აივ ინფიცირებული ბავშვია გამოვლენილი.
როგორც "მკურნალი.გე"-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, მათგან 66 ვაჟი, 39 კი - გოგონა. 27 ინფიცირებული ბავშვი გარდაიცვალა, 3 კი ქვეყნიდან გავიდა. ბავშვებში აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 2008 და 2010 წლებში დარეგისტრირდა. დასახელებულ წლებში აივ ინფექცია 12-12 ბავშვს დაუდგინდა. ყველაზე ნაკლები ბავშვი კი 2017 წელს აღირიცხა და აივ ინფექცია 3 ბავშვს დაუდგინდა.
ბავშვებში სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
2008 – 12 შემთხვევა
2009 - 4 შემთხვევა
2010 - 12 შემთხვევა
2011 - 6 შემთხვევა
2012 - 9 შემთხვევა
2013 - 4 შემთხვევა
2014 – 6 შემთხვევა
2015 – 6
2016 - 5 შემთხვევა
2017 - 3 შემთხვევა
შეიძლება თუ არა ადამიანი შემთხვევითი ჩხვლეტით შიდსით დაავადეს - ექიმის კომენტარი
ბავშვებს ინფექცია ყველაზე მეტჯერ დედიდან გადაეცათ და სულ ასეთი 99 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 1 ძუძუთი კვების დროს დაინფიცირდა. სისხლის გადასხმით დაინფიცირდა 4 ბავშვი, ორის დაინფიცირების მიზეზი კი დაუდგენელია.
იხილეთ სრულად