იშვიათად ხდება, რომ კოლეგის არაკომპეტენტურობამ გააოგნოს ექიმი მშობელს შეიძლება ბევრი რამ შეეშალოს... შეიძლება უცოდინრობით ან შენელებული აზროვნებით ავნოს კიდევ ბავშვს და ამის მომსწრე ბევრი ექიმი გამხდარა. თუმცა, ძნელია დაადანაშაულო იმაში, რაც არ იცის და არ ესმის, სამაგიროდ, იშვიათად ხდება, რომ კოლეგის არაკომპეტენტურობამ გააოგნოს ექიმი და ეს საჯაროდ გამოხატოს.
ამის მიზეზი ნამდვილად აქვს ექიმ პედიატრს ლელა ზანგურაშვილს. გთავაზობთ მის პოსტს სოციალური ქსელიდან.
„მეგობრებო, როგორც სერტიფიცირებული ექიმი-პედიატრი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ბავშვისთვის სიცხის დასაწევად რექტალური (ადამიანურ ენაზე - ტაკოში გასაკეთებელი) სანთლის გამოყენება არ ახდენს გავლენას მის სექსუალურ ორიენტაციაზე.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
განმარტებისთვის: ამ კვირაში უკვე მესამედ მიყვება სხვადასხვა პაციენტის მშობელი, რომ ექიმი (!!!) სანთლის თემაზე შეკითხვას ასე პასუხობს - "ბიჭია მაინც და არ გირჩევთ...".“ - წერს ექიმი.
პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვება.
ისე მაინც დავაზუსტებ და გოგოსთვის შეიძლება? რა ვიცი არ გარიყონ მერე
კარგია რომ იჯითხა და და არ დაალევინა..ეგეთიც ყოფილა.
ლელა ექიმო, ბავშვი კი არა დიდებიც ერიდებიან იგივე მიზეზით
გეთანხმენი, ბავშვის სექსუალურ ორიენტაციაზე არ ახდენს გავლენას! მარა მშობლის ორიენტაციას კი კითხვის ქვეშ აყენებს“ - წერენ მომხმარებლები.