თუ თქვენი შვილი თანატოლებთან შედარებით უფრო ხშირად ცივდება, თუ მიდრეკილია ანთებითი პროცესებისა და ალერგიებსადმი, უნდა დაფიქრდეთ, სუსტი იმუნიტეტი ხომ არა აქვს?
პირველი მიზეზი - თანმდევი ფაქტორი
ზოგიერთი ბავშვი განსაკუთრებულ შემთხვევამდე ჯანმრთელია, რაც ახარებს მშობელს. შემდეგ კი ერთიანად "ემართება ყველაფერი". ამის მიზეზი შეიძლება იყოს: დისბაქტერიოზი ან ზოგიერთი პროდუქტის აუტანლობა. ჰიპო ან ჰიპერვიტამინოზი. აგრეთვე, ბავშვის იმუნიტეტი შეიძლება შეასუსტოს გადატანილმა რთულმა დაავადებებმა (ანგინა, პნევმონია, ნაწლავური ინფექცია) ან ქირურგიულმა- ახდენს თუ არა კვება გავლენას იმუნიტეტზე და რას გვირჩევს გასტროენტეროლოგი
- ცნობილმა პედიატრმა ბავშვის იმუნიტეტისთვის 5 აუცილებელი პროდუქტი დაასახელა
- თემურ მიქელაძის პასუხი იმუნიტეტის ასამაღლებელი წამლებისა და მალამოების თაობაზე - რამდენად აქვს აზრი
მეორე მიზეზი - წამლების უკონტროლო მიღება
იმუნიტეტი არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. ეცადეთ, უბრალო გაცივების დროს არ დაალევინოთ პატარას წამლები და მითუმეტეს, ანტიბიოტიკი. მცირე უსიამოვნებებს ორგანიზმი თავისი ძალებით უნდა გაუმკლავდეს. ბავშვს ჯანმრთელობას ანტიბიოტიკით ნუ ჩაკლავთ.
მესამე მიზეზი - წესების დარღვევა
ბავშვისთვის მხოლოდ ხელებისა დაბანა და ხილის გარეცხვა საკმარისი არაა. მისთცის აუცილებელია:- დღის რეჟიმი,
- რეგულარული სეირნობა,
- ჯანსაღი კვება,
- ზომიერი ფიზიკური აქტივობა.
მეოთხე მიზეზი - ზედმეტი დაცვა
რაც უფრო ჩაფუთნით ბავშვს, არ მისცემთ ორგანიზმს გაკაჟების საშუალებას, მით უფრო ხშირად იავადმყოფებს იგი. კარგი იმუნიტეტის საფუძველი იმუნური მეხსიერება, რაც გამოჯანმრთელების მერე ყალიბდება. ამიტომ მშობლები, რომლებიც ზედმეტად იცავენ ბავშვებს ნიავისგან, ზამთრის სუსხისგან, ცივი წყლისგან, თავად ხდებიან იმუნიტეტის დაქვეითების მაპროვცირებლები