საქართველოში პირველი მშობიარე გადაურჩა " პლაცენტა პერკრეტას" სასიკვდილო დიაგნოზს: "მსგავსი ოპერაცია მსოფლიო მედიცინაში აღწერილი არ არის"
 საქართველოში პირველი მშობიარე გადაურჩა " პლაცენტა პერკრეტას" სასიკვდილო დიაგნოზს: "მსგავსი ოპერაცია მსოფლიო მედიცინაში აღწერილი არ არის"
1 / 2
Next
28 წლის მშობიარე გოგონა და მისი ახლშობილი ერთ-ერთი პირველები არიან საქართველოში, რომლებიც, პრაქტიკულად, სასიკვდილო დიგნოზს გადაურჩნენ. პლაცენტა პერკრეტას (პლაცენტის ჩაზრდა საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის კედელში), დიაგნოზის მქონე პაციენტი საქართველოში, პრაქტიკულად, პირველად გადარჩა. ამ დიაგნოზით თითქმის ყველა ორსული იღუპება სისხლდენით. მსოფლიო სტატისტიკით სიკვდილობის მაჩვენებელი აღემატება 75%-ს/……ურთულესი ოპერაცია ცნობილმა გინეკოლოგმა – ზაზა სინაურიძემ დაგეგმა. ამჯერად დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ და ბინაზე გასაწერად ემზადებიან.

-  უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ
სწორი დიაგნოსტირება თავის დროზე მოხდა. იმდენად რთული დიაგნოზია, ეს თუ ოპერაციის მსვლელობისას დაისვა, ფაქტიურად პაციენტის გადარჩენის შანსი აღარ არსებობს... ყველა ძალიან ვღელავდით. როცა ორი სიცოცხლის გადარჩენასთან გაქვს საქმე, ურთულესია! თან, როდესაც ის შემთხვევაა, სტატისტიკურად მსოფლიო მონაცემებით 70 პროცენტში რომ სიკვდილიანობაა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა წნეხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ მომზადებულები შევხვდით. მთელი შვიდკაციანი გუნდი იყო ჩართული და შესაბამისად ამან მოგვცა კარგი შედეგი! ყველა გვერდით დაგვიდგა, განსაკუთრებით ჯანდაცვს სამინისტრო, ჩვენი კოლეგები... რასაკვირველია ყველაფერი უსასყიდლოდ გაკეთდა და არავის ამ საქმეში ხელფასი არ აუღია. უიშვიათესი შემთხვევა იყო და აზრადაც არავის მოსვლია, ანაზღაურებაზე ეფიქრა. საქველმოქმედოდ გაკეთდა ყველაფერი.
მშობიარე ახალგაზრდა გოგონაა, 28 წლის არის და ახალგაზრდა ასაკს, რა თქმა უნდა,
ბევრად უფრო მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ხანში შესული ადამიანს, მაგრამ ამ ოპერაციის დროს დაახლოებით 7-დან 14 ლიტრამდე სისხლი იკარგება. ყველას ეშინოდა, ამას როგორ გადაიტანდა... ასეთი უნიკალური რამ საქართველოში ნამდვილად პირველად მოხდა: წინასწარ იყო სისხლ-ძარღვები ემბოლიზირებული და სისხლი თითქმის არ დაკარგულა... ის დრამატული სიტუაციები, რაც შეიძლებოდა ოპერაციას მოჰყოლოდა, თითქმის თავიდანვე აღმოფხვრილი იყო. ახლა მშვენივრად არიან დედაც და ბავშვიც! აბსოლუტურად არანაირი გართულება არ ყოფილა, ყველაფერი იმ გეგმით წარიმართა, რომელიც დავსახეთ.

-  პაციენტმა თავიდანვე იცოდა მისი ურთულესი მდგომარეობის შესახებ?
- იცოდა, რადგან საკმაოდ განათლებული გოგოა და ძალიან პოზიტიური ადამიანი. როდესაც დიაგნოზი წაიკითხა, მიხვდა, რამდენად რთულად იყო ყველაფერი.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
34054
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
!
0
გაიხარეთ ! მართლა რომ მაგარი საამაყო ექიმები ხართ! მიკვირს რომ ზოგი საზღვარგარეთ მიდის სამკურნალოდ.. ქართველი ექიმები ძალიან ჭკვიანები არიან პლუს ჰუმანურები! იქნება გამოაქვეყნოთ ინფორმაცია მაგ პათოლოგიაზე რატომ ვითარდება როგორ როდის ხდება დიაგნოსტიკა რომ სხვა ორსულები გაფრთხილდნენ
01:31 / 05-01-2019
nana
1
ბატონო ზაზა თქვენ გენიოსი ხართ,გილოცავთ ამ უდიდეს გამარჯვებას,თქვენ და მთელმა გუნდა 2 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ,თქვენ ხართ გმირები,ბევრი თქვენნაირი ექიმი და პროფესიონალი სჭირდება ჩვენ ქვეყანას,ვტიროდი სიხარულისგან რო წავიკითხე,კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.
23:37 / 17-01-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```